x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სააღდგომო ჯეჯილის ახალი, ყველაზე ორიგინალური გაფორმება (+ინსტრუქცია)
image
ახლოვდება ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოში ტრადიციულად აღდგომას სამი ძირითადი სიმბოლოთი ვეგებებით: წითელი კვერცხით, კულიჩითა (ე.წ. "პასკა") და ჯეჯილით. ჯეჯილს, როგორც წესი, ორი კვირით ადრე თესენ. მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.


წარმოგიდგენთ სააღდგომოდ ჯეჯილის გაფორმების ძალიან საინტერესო ხერხს - აღდგომის სნემის გამოსახვას, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. ამგვარი სამუშაოს შესრულება კარგი იქნება ბავშვებთან ერთადაც - ეს მათთვის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი სამუშაო იქნება.


ამისათვის დაგჭირდებათ:


პლატიკატის ან, უმჯობესია, თიხის დიდი თასი


პლასტიკატის ან თიხის პატარა ფიალა ან ქოთანი

მიწა

ხორბალი

პატარა კენჭები

დიდი ქვა

ხისგან ან ქვისგან გამოჭრილი ჯვარი (სურვილისამებრ)

ხის ტოტები (ჯვრების გასაკეთებლად)

წებო

სარწყავი


დააწებეთ დიდი თაისის ერთ მხარეზე გადაბრუნებული პატარა ქოთანი ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები, და დააყარეთ ქოთნის უკანა მხარეს მიწა.


image


გააკეთეთ მიწით ბორცვი, დააყარეთ ხორბლის მარცვლები, ქოთნის წინ კი კენჭები მოყარეთ.


image


მოათავსეთ დიდი ქვა ქოთნის წინ (გადაწეული საფლავის ქვის იმიტაციის სესაქმნელად). თუ გაქვთ, შეგიძლიათ ქვის ან ხის ჯვრებიც მოათავსოთ "სამარხის" ორივე მხარეს.


image


ხის წვრილი ტოტებისგან გააკეთეთ სამი ჯვარი და მოათავსეთ გორაკზე.


image


ყოველდრიურად მორწყეთ, დაახლოებით 10 დღეში ჯეჯილი გაიზრდება და ასეთ შედეგს მიიღებთ:


image


image

6
9166
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
9166
  
2016, 26 მარტი, 15:54
მაგარია
2016, 25 მარტი, 21:05
საწყენი არაფერია, ვიპოვე ინტერნეტში, საინტერესოდ მომეჩვენა და სხვებსაც გავუზიარე, სულ ეგაა. :)
2016, 25 მარტი, 17:34
ნათია, არ გწყინოს რააა, არ მომეწონა, არ ვიცი, რა აზრი აქვს ამის გაკეთებას(
2016, 25 მარტი, 13:57
ძალიან ლამაზია.
2016, 25 მარტი, 13:45
მეც ეს
2016, 25 მარტი, 13:41
ლამაზია
0 1 6