x
ერთი შეხედვით დაუჯერებელი დასკვნა, რომელიც ფსიქოლოგებმა გამოაქვეყნეს!

imageრას ამბობს ღიმილი ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ყველამ კარგად იცის, რომ სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა მეცნიერებმა ბოლოდროინდელი გამოკვლევებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ღიმილი არა მარტო ფიზიკურ, არამედ ჩვენს სულიერ მდგომარეობასაც აუმჯობესებს.



ამერიკელმა მეცნიერებმა ქუჩაში გამვლელებზე დაკვირვებით დაადგინეს, რა გავლენას ახდენს და როგორ გამოხატავს ღიმილი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

ჟურნალ Psychological Science-ში სტატიაც კი გამოქვეყნდა, როგორ უნდა გავიღიმოთ სტრესულ მდგომარეობაში, რომ ორგანიზმს დატვირთვა შევუმსუბუქოთ.

"ღიმილი მხოლოდ კარგი განწყობის არავერბალური გამოხატულება როდია, ის შეიძლება სტრესულ მდგომარეობაში პანაცეადაც კი ჩაითვალოს", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი “ტარა კრაფტი''

მეცნიერებმა გამოარჩიეს ღიმილის ორი ტიპი:
სტანდარტული - როცა პროცესში მონაწილეობს მხოლოდ პირის ირგვლივ მდებარე კუნთები და ბუნებრივი, გულწრფელი - როცა ადამიანი თვალებითაც იცინის და მათ ირგვლივ მიმიკური ნაოჭებიც კი ჩნდება.

0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:დათო ხარშილაძე
დათო ხარშილაძე
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0