x
image
თეონა გორდეზიანი
კრეატიული, დახვეწილი და რაც მთავარია ქართული !
ქართული ბრენდი ”გეფერინი”... დახვეწილი, ორიგინალური, განსხვავებული, კრეატიული და რაც მთავარია ქართული. თითოეულ ნაშრომში იგრძნობა ჩადებული შრომა და ხარისხი...აწარმოებს ჩანთებს და ტყავის სამაჯურებს.

ქართული ბრენდი 2014 წლის 7 აგვისტოს დაარსდა. პროდუქცია ქართული და თურქული ტყავით იკერება, არსებობს უკვე 5 ადგილი თბილისში და ერთიც ბათუმში სადაც მისი შეძენა შეიძლება. უკვე გაიხსნა ერთი ფილიალი პეკინზე.

აქცენტი გაკეთებულია ხარისხზე, აქტუალურია ეგრეთ წოდებული ფოჩებიანი ჩანთები.მაღაზიაში ჩანთების სხვადასხვა ხაზი აქვთ, ფასები განსხვავებულია და აკმაყოფილებს ყველა ტიპის, ყველა გემოვნებისა და შესაძლებლობის მომხმარებელს. არის როგორც ეკონომ ხაზი 40 ლარამდე ღირებულების, ასევე სხვა განსხვავებული ხაზი სადაც ხელნაკეთი ჩანთების ფასი 40-დან 300 ლარამდეა.

image















პირველ რიგში საამაყოა, რომ ქართულია! მოხარული ვარ, რომ ქართველმაც გადადგა ნაბიჯი და წამოიწყო საქმე ისეთ გარემოში, როცა არ იცი გაიმარჯვებს თუ არა ხარისხი და რაღაც ქართულის ამ კუთხით შეთავაზება.

სოფელ დიღომში, დიდგორის #2 ში მდებარეობს პატარა საწარმო, სადაც მომუშავე ხალხი მობილიზებული, მოტივირებული და ნამდვილად პროფესიონალთა გუნდია. ისინი ერთად ქმნიან ილია გეფერიძის წამოწყებულ საქმეს, იმ დიდ საქმეს რასაც ქართული ბრენდის შექმნა ჰქვია...

image
















უკვე გავიდა ქართული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე...”გეფერინის” ჩანთების შეძენის შესაძლებლობა მალე ექნებათ მალე მოსკოვშიც. წარმატების კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. ქართულმა საზოგადოებამ კი ბევრი მიზეზის გამო უნდა შეიტანოს ამ საქმის განვითარებაში წვლილი.



imageimageimage
image













































































ქართული ბრენდის, ქართული წარმოების ხელშეწყობა, ხომ პირდაპირ კავშირშია

საქრთველოს ეკონომიკურ სიძლიერესთან...და თუ ამას ხარისხი და კრეატივი ემატება

რამ უნდა შეგვიშალოს ხელი.

ვიცოდეთ, ვაცნობიერებდეთ და გვახსოვდეს !

... როცა ვყიდულობთ ქართულ პროდუქტს ფულს ვუხდით ადგილობრივ მწარმოებელს

მწარმოებელი ფართოვდება...

საქმდება მეტი ადამიანი...

მეტი ფული შედის ბიუჯეტში...

იზრდება სოციალური პროექტების დაფინანსება...

ძლიერდება ეროვნული ვალუტა...

შემოდის ინვესტიციები...

ჩნდება ახალი საწარმოები...

იზრდება ექსპორტი...

ვცხოვრობთ ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში,

ძლიერდება საქართველოს ეკონომიკა !



" იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა ! "

1
186
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
186
  
2016, 3 მარტი, 16:40
რა მაგარი გოგო მყავხარ
0 1 1