x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის - ეს ბევრმა არ იცის!

image
ლიმონი განსაკუთრებული ხილია - იგი წარმატებით გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინასა და კოსმეტიკაში.

ლიმნის უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ, როგორც წესი, ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. "ლიმონი ლიმონიაო" - ჩავილაპარაკებთ და ვყიდულობღ ნებისმიერს, რომელიც უახლოეს მაღაზიაში შეგვხვდება. არადა მთლად ასეც არ ყოფილა!

ჩვენს ბაზარზე, ჩვეულებრივ ორი სახის ლიმონი გვხვდება - ადგილობრივი და ე.წ. მეიერის ჯიშის ლიმონი. ფოტოს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მათი გარჩევა ძალიან მარტივია.

მეიერის ლიმონი

image
მთელ მსოფლიოში წლიურად 14 ამილიონი ტონა მეიერის ლიმონი მოჰყავთ. იგი ჩინური წარმოშობის, ლიმონისა და ფორთოხლის ჰიბრიდული ჯიშია. ტანდაბალი, უეკლო ხე ან ბუჩქია და ჩვენში უფრო მეტად სახლში, დეკორატიული მიზნისთვის აშენებენ. ეზოში ან თუნდაც სახლში დასარგავად მას ირჩევენ კომპაქტური ზომის, ტემპერატურული ცვლილების მიმართ შედარებით მედეგობისა და ადრემსხმოიარობის გამო.

ჩვეულებრივი ლიმონის ჰიბრიდული ჯიშის განსხვავების ცონდა სასარგებლოა ყველასთვის, ვინც კულინარიით არის დაინტერესებული. ჩვეულებრივი ლიმონი გაცილებით მჟავეა, მეიერის ლიმონს კი უფრო რბილი გემო აქვს, ამასთან, ის უფრო მრგვალი და მცირე ზომისაა, კანი მუქი ყვითელი, თითქმის ფორთოხლისფერი აქვს. სხვა ჯიშის ლიმონისგან განსხვავებით მეიერის ლიმონი დიდხანს არ ინახება.


თუ, მაგალითად, გვსურს ლიმონის ნაყინის, კრემის ან ხილის სალათისთვის ლიმონის სოუსის მომზადება, უმჯობესია მეიერის ლიმონი გამოვიყენოთ. სხვა ჯიშის ლიმონი ლიმონი კი კარგია მაშინ, როცა ლიმნის ცედრა გვჭირდება.


1
34563
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
34563
  
2016, 29 თებერვალი, 13:03
გ.გ
0 1 1