x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
სამოტივაციო 20 ფილმი,რომელიც თქვენს შემართებას გააორმაგებს
imageშეუძლებელი არაფერია, თუ მიზანს დაისახავ და ამ მიზნისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებ აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს.ნებისმიერ სფეროში, ყველაზე წარმატებული იქნები თუ იქნები ყველაზე შეუპოვარი და მონდომებული.წარმოგიდგენთ სამოტივაციო ცხოვრებისეულ ფილმებს, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ შეუპოვრობას ყოველთვის წარმატებისკენ მივყავართ.


1)შერკინება (Annapolis) - image

ჯეიკ ჰიუარდი გემთმშენებლების ოჯახიდანაა, იგი მომაკვდავ დედას დაპირდა, რომ ანაპოლისის საზღვაო აკადემიაში ჩააბარებდა.მიუხედავად არასტაბილური ნიშნებისა, ჯეიკმა ისე მოაბეზრა თავი კონგრესმენს, რომ მაინც ჩაირიცხა აკადემიაში.ჩარიცხვისთანავე ჯეიკმა ძალიან დაბალი მოსწრება აჩვენა და მისი მიზეზით მთელი გუნდიც ხშირად ისჯებოდა.რადგანაც მუდმივად რისკის ზღვარზე მყოფი ჯეიკი ხშირად აწუხებდა მთელს ჯგუფს მისი ზღვარგადასული ქმედებით, უკვე გადაწყვეტილი ქონდა აკდემიის დატოვება.ეს ფაქტორი შეცვალა მამამისის უეცარმა გამოჩენამ და უფროსკლასელი გოგონას გაცნობამ.ჯეიკმა გადაწყვიტა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ აკადემიაში ყოფნას იმსახურებს და წლის აკადემიის ჩემპიონობისთვის დაიწყო ვარჯიში.


2)ჩვენ მარშლები ვართ (We are marshall) -imageროდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდება, ბორტზე მყოფი მარშალის უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდი და მათი ფანები იღუპებიან.გუნდის ახალი ტრენერი და რამდენიმე გადარჩენილი წევრი გადაწყვეტენ ახალი გუნდი ჩამოაყალიბონ



3)ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა (Moneyball) - imageოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის, ბილი ბინის ისტორია რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რათა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით RN თამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ


4)ყველა დროის ყველაზე დიდებული თამაში (THE GREATEST GAME EVER PLAYED) - imageუძლიერესი ბიოგრაფიული ფილმია.მას საფუძვლად უდევს 20 წლის ფრენსის ოიმეს ცხოვრება, რომელმაც თავისი კერპი, აშშ-ს ღია ჩემპიონი ჰარი ვარდონი დაამარცხა.


5)არასდროს დანებდე (NEVER BACK DOWN) - imageმეამბოხე ჯეიკ ტაილერს ახალ სკოლაში არალეგალურ ქუჩის ბრძოლებში ჩაითრევენ.იგი გადაწყვეტს შეეშვას ასეთ ბრძოლებს, თუმცა მას შემდეგ რაც მის მეგობრებსაც და ოჯახს შეექმნება საფრთხე, გადაწყვეტს ვეტერან მებრძოლთან მოემზადოს.ბრძოლა იქნება წესების გარეშე, სახიფათო და დაუნდობელი, ეს უნდა შედგეს თავის მოსისხლე მტერთან

და ადგილობრივი საომარი ხელოვნების ჩემპიონთან


6)დაუმარცხებელი (INVINCIBLE) - image
რეალური ამბავი, რომელიც ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მოხდა.ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელმა თავზეხელაღებული ექსპერიმენტი ჩაატარა.მან გამოაცხადა კონკურსი გულშემატკივართათვის, სადაც გამარჯვებულს პროფესიონალთა გუნდში მიიღებდნენ.ბედმა 30 წლის მასწავლებელს გაუღიმა.


7)ბრწყინვალე გონება (A BEAUTIFUL MIND) - imageპრისტონის უნივერსიტეტი : ჯონ ნეში იბრძვის, რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს მათემატიკის სამყაროში.ის აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ნობელის პრემიამდე მიიყვანს.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონი ლექტორად ბრუნდება და რომანტიკული გრძნობები უჩნდება თავისი სტუდენტის, ალისიას მიმართ.ამავე პერიოდში მთავრობა მას საბჭოთა კოდების გაშიფვრის დახმარებას სთხოვს, რაც ცოტა ხანში მას სახიფათო კონსპირაციაში ჩაითრევს.თანდათან ნეში უფრო და უფრო პარანოიდალური ხდება ბოლოს კი მიდის ისეთ აღმოჩენამდე, რაც მის სამყაროს თავდაყირა აყენებს.


8)ხელშეუხებელნი (intouchables) - imageნამდვილი ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდენ ერთმანეთს.ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე მისი მომვლელი, ახალგაზრდა კაცი მის მთელ ცხოვრებას შეცვლის


9)უხილავი მხარე (THE BLIND SIDE)- image16 წლის ახოვანი აფროამერიკელი მაიკლ ოჰერი უსახლკაროდ დარჩა.მას შეძლებული მემფისელი წყვილი შეიფარებს.მაიკლი მნიშვნელოვნად წაიწევს წინ ამერიკის ეროვნულ ლიგაში ფეხბურთის სათამაშოდ.


10)მეფის სიტყვა (THE KING'S SPEECH) - imageფილმი მოგვითხრობს ელისაბედ II -ს მამა, მეფე გეორგ VI-ზე.მას შემდეგ რაც მისმა ძმამ უარი განაცხადა ტახტზე, მეფე გეორგი VI ხდება.მას ერთი პრობლემა აქვს : ენა ეჩლიფება, ამიტომაც მიდის ლოგოპედთან სამკურნალოდ.ბევრი მეცადინეობის შემდეგ მეფეს ჩვეულებრივი ხმა აქვს და ახლა მას ინგლისელები ბრძოლის ველზე მიჰყავს.

5
948
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
948
  
2016, 24 თებერვალი, 14:40
დიდი მადლობა მეგობრებო
2016, 24 თებერვალი, 13:57
მომეწონა, კარგი სტატიაა! გავაზიარე
2016, 24 თებერვალი, 13:54
კარგი კტებულია რათქჩაუნდა
2016, 24 თებერვალი, 13:52
რა თქმა უნდა,ძალიან მალე
2016, 24 თებერვალი, 13:50
გაგრძელება ექნება ხო
0 1 5