x
ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი" ევროპარლამენტის უპრეცედენტო მოდელირებას იწყებს
image

2016 წლის მარტიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება ევროპარლამენტის თვე-ნახევრიანი მოდელირება. ეს იქნება რეალურ ევროპარლამენტთან მიახლოებული უპრეცედენტო პროექტი. ის აერთიანებს ყველა მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდას. მათ მიეცემათ საშუალება მიიღონ დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი მუშაობის შესახებ. ასევე, გამოსცადონ საკუთარი თავი ევროპარლამენტის წარმომადგენლის რანგში.

პროექტი კარგი საშუალებაა სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, ჯანდაცვის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და გარემოს დაცვითი საკითხებისადმი ცოდნის გასაღრმავებლად. სიმულაციის მსვლელობისას დელეგატებს მიეცემათ საშუალება გაერთიანდნენ სხვადასხვა კომიტეტებსა და პოლიტიკურ პარტიებში. ისინი განიხილავენ ისეთ პრობლემატურ საკითხებს, მაგალითად, როგორებიცაა: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური პრობლემები, დასაქმების პრობლემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და გლობალური უსაფრთხოება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დელეგატები იმუშავებენ, როგორც კომიტეტების, ასევე პოლიტიკური პარტიების რეჟიმში. ისინი გაერთიანდებიან ხუთ პოლიტიკურ ჯგუფში.


პროექტის ფარგლებში მოეწყობა არაერთი შეხვედრა საჯარო დაწესებულებებში, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან.

აქტიური და მოტივირებული დელეგატები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

როგორც ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრიდან" გვაცნობეს პროექტი საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს პარლამენტში.



0
34
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნათია იაძე
ნათია იაძე
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0