x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134677
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508999
ემოციების დარღვევები თავის ტვინის დაზიანების დროს
ემოციების დარღვევები თავის ტვინის დაზიანების დროს

image


ემოციები წარმოადგენენ რთულ სისტემურ ფსიქოლოგიურ წარმონაქმნებს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის ფსიქიკურ აქტივობაში.არსებობენ ელემენტარული ემოციები, რომელთა დანიშნულებაა პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ამას გარდა არსებობენ რთული, სოციალურად გაშუალებული ემოციები, რომლებიც სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებიან.

ემოციური სფერო რამდენიმე დონედ იყოფა, ეს დონეებია : 1.ემოციური რეაქტიულობა - ხანმოკლე პასუხი გარე გამღიზიანებელზე.


2.ემოციური მდგომარეობა - გუნება-განწყობა, ემოციური ფონი -ზოგადი დამოკიდებულება გარემოს, საკუთარი თავის მიმართ.

3.ემოციურ პიროვნული მახასიათებლები - პოზიტიური და ნეგატიური ემოციური სისტემები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ნიშნის ემოციურ მოვლენებზე.

ემოციები მრავალი ნიშნის მიხედვით განსხვავდებიან .ესენია : თვისობრივი მახასიათებლები, ინტენსივობა, ხანგრძლივობა, რეაქტიულობა, განცნობიერებულობის, კონტროლის ხარისხი.

ემოციურ დარღვევებში შეგვიძლია ვახსენოთ "შუბლის სინდრომი", რომლის დროსაც დამახასიათებელია გულგრილობა, ემოციური დამბლა, პასუხისმგებლობის გრძნობის დაკარგვა, ურთიერთობების სისტემის რღვევა.

ემოციური სფეროს დარღვევები უფრო მეტად მიეწერება მარცხენა ჰემისფეროს, რომლის დაზიანებაც იწვევს დეპრესიას, შფოთვას, შიშს, ძლიერდება უარყოფითი ემოციები. როგორც გამოკვლევებით დადგინდა მარჯვენა ჰემოსფეროს დაზიანებასთან დაკავშირებულია პათოლოგიური სიცილი, ხოლო მარცხენამხრივი დაზიანებისას უმეტესად ვხვდებით ტირილის შემთხვევებს.

თავის ტვინის ლოკალურმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მდგრადი ემოციური აშლილობები ასევე პაროქსიზმული ხასიათის შემთხვევებიც. პირველ ტიპს მიეკუთვნება ნევროზი, დეპრესია, ჰიპომანიაკალური აშლილობები. ხოლო პაროქსიზმული ტიპის აშლილობები - ესაა სპონტანურად აღმოცენებული აფექტები, რომლებიც მოკლებულია რეალურ საფუძველს.პაროქსიამული აფექტები შეიძლება გამოვლინდეს შიშის, პანიკის შეტევის სახით, რომლებიც გამოწვეულია საფეთქლის ღრმა სტრუქტურების დაზიანებით.პარაქსიზმების მეორე ტიპში კი გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის აფექტები, რომლებიც ვითარდება მდგრადი ემოციურ-პიროვნული ცვლილებების ფონზე.

ფსიქიატრები გამოყოფენ თავის ტვინის დაზიანების სამ ლოკალიზაციას, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ აშლილობებთან:

1.ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური -ემოციური გაღარიბება, გამომხატველი საშუალებების თანდათან გაქრობა.

2.საფეთქლის წილის დაზიანება - მდგრადი დეპრესიით ხასიათდება.

3.შუბლის წილების დაზიანება - ემოციების გაღარიბება, ემოციური დამბლა, ეიფორია, ფსიქიკური პროცესებისა და პიროვნული დარღვევები.

ამას გარდა, ემოციურ აშლილობებს იწვევს მედიობაზალური ნაწილის დაზიანებაც.ითვლება, რომ მარჯვენა ჰემისფეროს დაზიანება უფრო მეტად იწვევს პაროქსიზმულ აშლილობებს, ხოლო მარცხენა ჰემისფერო - მდგრად აშლილობებს უდევს საფუძვლად.

0
272
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0