x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Intermedia.ge-ს ყველა ავტორის საყურადღებოდ! - წესების გამკაცრება
საავტორო უფლება


საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ვებ-გვერდის რედაქცია კიდევ უფრო ამკაცრებს საავტორო უფლებების დამრღვევთა ავტორების მიმართ სასჯელს.

საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ფოტო, ვიდეო თუ სტატია, ავტორი დაიბლოკება სამი თვით ან ერთი წლით (ამას გადაწყვეტს რედაქცია).

კიდევ ერთხელ გვინდა გავაკეთოთ განმარტება ანაზღაურებასთან დაკავშირებით.


საიტის რედაქცია ანაზღაურებად ავტორებს ფულს უხდის მათ მიერ გაწეულ სამუშაოში და არა სოციალური ქსელებიდან ან სხვა საიტებიდან გადაკოპირებული სტატიების გაკეთებაში.


სტატია უნდა იყოს თქვენს მიერ შექმნილი ან გადათარგმნილი. ასევე უპირატესობა მიენიჭება ავტორების მიერ გადაღებულ ვიდეო და ფოტო მასალას.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ შექმნილი (გადათარგმნილი) მასალები უფრო მეტად დაფასდება.



P.S. არ დაგავიწყდეთ ჩვენი პროფილის დამეგობრება და გამოწერა, რომ ყველა სიახლისა თუ ცვლიელების შესახებ ინფორმირებული იყოთ.

14
104
28-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
104
  
თუ ჩვენს სტატიას არ ექნება ფოტო ის წაიშლება?მე არაერთი სტატია დავდე, თუმცა წაიშალა და ეს იმის ბრალია, რომ ფოტო არ ჰქონდა?
2016, 25 თებერვალი, 18:15
ვეთანხმები
2016, 25 თებერვალი, 18:15
ხალხს ინტრიგა აინტერესებს რას იზამ :)
2016, 25 თებერვალი, 18:13
3 თვე,რომ შეამციროთ უმჯობესია და თანხა მოამატოთ ცოტა + უმიზეზოდ დამბლოკავებს მიეცით 1 წელი,ფილმებიც აგვატვირთვინეთ,ეს საიტსაც ხელს შეუწყობს.
2016, 16 თებერვალი, 22:55
მაინც ასე მგონია, რომ არაფერი შეიცვლება :( საშინლად ვერ ვიტანდი, როცა მთავარ გვერდზე მუდამ ბომონდის ჭორებსა და ფეისბუკიდან აღებულ გადმოკოპირებულ სტატუსებს ვხედავდი, მაგრამ რეიტინგის გამო იძლებული გავხდი მეც მიმემართა რამოდენიმეჯერ ამ ხერხისათვის ( თუმცა დიდი შედეგი ამას არ მოჰყოლია). ჩემი აზრით, ადმინისტრაცია უნდა არჩევდეს მთავარ გვერდზე დასადებად საინტერესო, შინაარსიან და გრამატიკულად გამართულ სტატიებს და მხოლოდ ნახვების რაოდენობით არ უნდა ხვდებოდეს სტატიები მთავარზე, რადგან ხშირ შეთხვევაში ეს ნახვების რაოდენობა ფეისბუკის ჯგუფებში გაზიარებით გროვდება. რა ქნას ჩემისთანა მომხმარებლებმა, ვისაც იმის დროს არ გვაქვს, რომ ვიჯდეთ და ათეულობით ჯგუფში ვაზიაროთ მასალები?
2016, 16 თებერვალი, 20:17
სტატიების გადაკოპირებისათვის მისაღებია შესაბამისი სასჯელი,თუმცა საიტზე არსებობს ერთნაირი ფოტოები,ისინი თუ სხვადასხვა პარამეტრებისანი არიან თავისუფლად იტვირთება საიტზე,როდესაც ერთიდაიმავე პარამეტრების მქონე ფოტოა ავტომატურად გვიბლოკავს საიტი.....არა მგონია ფოტოების შემთხვევაში გამართლებული იყოს სანქციები ...
2016, 16 თებერვალი, 20:15
მეც მივესალმები :დ:დ
2016, 16 თებერვალი, 20:00
ცოტა ამერია ასოებიი:-D
2016, 16 თებერვალი, 19:58
მშვენიერია გადაწყვეტილებაა, გამეხარდა იმედია ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება და გადათარგმნილი, წვალებით დაწერილი სტატიას აზრი ექნება...დიდი მადლობათ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10