x
image
ნინი მელიქიშვილი
ეპოქა, რომელშიც შვილებმა გავიმარჯვეთ!
imageრამდენიმე დღის წინ საზოგადოების თავშეყრის ადგილას აღმოვჩნდი. ძალიან ბევრი ხალხი იყო, იყო დიდი რიგი.იყვნენ ახალგაზრდებიც, ძალიან მოხუცებიც და შუახნის ასაკის ადამიანებიც. ერთ-ერთი შუახნის ქალბატონი თავის შვილზე ყვებოდა.რამდენადაც გავიგე ყავდა ბიჭი, რომელსაც უკვე ცოლი მოყვანის დრო ქონდა მოსული და ამაზე ფიქრით ძალიან იყო შეწუხებული ეს ქალბატონი, იმდენადაც კი რომ რიგში მდგომ უცხო ადამიანებსაც კი შესჩივლა.არ მოყავს ცოლიო.მერე ცოტათი ჩაფიქრდა და უცებ დააყოლა მირჩევნია კიდე 10 წელი არ მოიყვანოს ვიდრე ისეთი მოიყვანოს დღეს რომ არიან - დახეული შარვლებითა და პირში სიგარეტითო.მე ეგეთ გოგოს ჩემს სახლში არ შევუშვებო.


საკმარისია!!!


შეეგუეთ!!!


გეყოთ ხალხო ამ ჩაცმულობით და მავნე ჩვევით ადამიანების შეფასება.



ძალიან ხშირად გამიგია უფროსი ადამიანისგან მოსაზრება, იმის შესახებ თუ როგორი ცუდი თაობა წამოვიდა და აი მის დროს ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო.იმდენად ხშირად მაქვს ეს სიტყვები მოსმენილი რომ ჩემს გონებაში ჩამოვაყალიბე ამ ახალი თაობის მცდარი სტერეოტიპი (რომლის ნაწილიც მე თავად ვარ).

ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი ჩემს და ჩემი მეგობრების ცხოვრებაზე და ნელ-ნელა გარკვეულ დასკვნამდე მივედი. წლებია ჩემი ცხოვრება მიდის ისე როგორც, თუნდაც ჩემი ასაკის გამო, არ უნდა მიდიოდეს. ასე ცხოვრობს ჩემს გარშემო არსებული ახალგაზრდა ადამიანების 90%.

მე არ ვიცი რა იყო ადრე, მაგრამ ვიციი რა არის ახლა. ვიცი რა სირთულეებს ვაწყდებით ჩვენ, 21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანები. დღეს თანამედროვე ადამიანი ერთდროულად სწავლობს, მუშაობს სრულ განაკვეთზე, საკუთარი მიზერული ხელფასით იხდის ბინის ქირას, კომუნალურებს, სწავლის გადასახადს, იტოვებს საჭმლისა და გზის ფულს შემდეგ ხელფასამდე. არიან ისეთებიც რომელთაც ამაზე უფრო მიზერული ხელფასი აქვთ და ვერ იხდიან სწავლის გადასახადს, ვერც ქირას და არიან სადღაც, ვიღაცასთან მიკედლებულები და ელოდებიან იმას, რომ ერთ დღესაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დასამშვიდებლად გეტყვით, რომ ზუსტად 5 წელია ვიძინებ და ვიღვიძებ იმ იმედით რომ დღევანდელი დღე იქნება გუშინდელზე უკეთესი, მაგრამ გამოგიტდებით და ამაოდ.imageმაგალითისთვის, მე 22 წლის ვარ, ვმუშაობ კვირაში 6 დღე, სრულ სამუშაო განაკვეთზე

და ვსწავლობ.როგორ ვახერხებ?დღემდე მეც ვუსვამ ამ

კითხვას საკუთარ თავს.

ძალიან დიდ უსამართლობას ვგრძნობ მაშინ

როცა სამსახურიდან მოსული გამოცდისთვის ღამეს ვათენებ სწავლაში და არასათანადოდ სწავლითვის ვიღებ ისეთ უსამართლო შენიშვნებს, როგორიცაა: უკეთესად ვერ მოამზადე? რატომ არ იცი ყველა საკითხი? მე მიკვირს თქვენი, ახალგაზრდების თუ სწავლა არ გინდათ რისთვის წვალობთ თქვენ და რისთვის გვაწვალებთ ჩვენ?

ამ სტატიით მე მინდა გაგცეთ პასუხი თქვენ ლექტორებო, პედაგოგებო, პროფესორებო, მამებო, დედებო, დეიდებო, მოხუცო მეზობლებო იმ კითხვაზე თუ რა თაობა მოდის?

ყველაზე მშრომელი, მომთმენი, ღირსეული თაობა მოდის და უნდა გიხაროდეთ რომ მათ აღზრდაში და ჩამოყალიბებაში პატარა თუ დიდი წვლილი მიგიძღვით.

დღეს ახალგაზრდა ღამენათევი, სამსახურიდან რომ მოდიოდა და ტრანსპორტში თითქმის ეძინა, თქვენს დანახვაზე ადგა და დაგითმოთ ადგილი - და მაინც თქვენ ფიქრობთ რომ ასეც უნდა ექნა ხოომ? და რომ არ დაეთმო ადგილი? იქნებ გეფიქრათ რომ მას ახლა ფეხზე დგომა, ასაკის მიუხედავად, შეიძლება თქვენზე მეტად უჭირს. გაიხედეთ გარშემო, ყველაფრი ისე არ არის, როგორც გინდათ რომ იყოს. ჩვენ გავიზარდეთ!


0
63
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0