x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
თვითშეფასება, როგორც სრულფასოვანი პიროვნების მაფორმირებელი კრიტერიუმი

image

რა არის თვითშეფასება? ადამიანის წარმოდგენა საკუთარი
თავის შესახებ, რომელიც ასახავს თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხს.
თვითშეფასება წარმოადგენს მე-კონცეფციის პირადი ღირებულების, კომპეტენტურობის განცდიდან გამომდინარე შეფასებას. ყველა ადამიანს აქვს მოთხოვნილება თუ სწრაფვა ჰქონდეს საკუთარი ღირებულების, თვითპატივისცემის მყარი, სტაბილური განცდა და შეფასება არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფთა მხრიდანაც.

სრულფასოვანი პიროვნება მეტად სუბიექტური ცნებაა და არც თუ მარტივად გასაგები. ის შეგვიძლია გავიგოთ, როგორც მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სრულ ჰარმონიაშია თავის თავთან, კმაყოფილია მისი ცხოვრებით, გამოცდილებით და თავს პროდუქტიულად თვლის. მისი მაფორმირებელი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი კი არის თვითშეფასება, რომლის საფუძველიც უნდა ვეძებოთ არა მოზრდილობაში, არამედ ბავშვობის პერიოდში, შემდგომ კი მოზარდობაში, როდესაც განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება იძლევა საშუალებას, გავაანალიზოთ საკუთარი აზროვნების პროცესები. ამ დროს ვაფასებსთ ჩვენს თავს, ვცდილობთ, გავარკვიოთ რა ადგილი გვიჭირავს საზოგადოებაში და რა დამოკიდებულება აქვთ ახლობლებს ჩვენს მიმართ.


ადლერი საკუთარ პიროვნების თეორიაში ძირითადად იმ აზრს ეყრდნობოდა, რომ პირველადი არასრულყოფილების დაძლევისა და კომპენსაციის მოთხოვნილება ინდივიდისთვის მამოტივირებელ ძალად იქცევა. ის ამტკიცებდა, რომ ყოველი ადამიანი უნიკალურ პიროვნებას რეალობისა და აღქმული შეუსაბამობის დაძლევისაკენ სწრაფვაში ავითარებს.


თვითშებასება, ბუნებრივია, დამოკიდებულია ბევრ რამეზე: ოჯახზე, აღზრდაზე, მეგობრებზე, სკოლაზე და ასე შემდეგ. იმის მიხედვით, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, შეიძლება გამოვყოთ მაღალი, დაბალი და ადექვატური თვითშეფასება.


ზოგადად, ადექვატური თვითშეფასება ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება თამამად ჩავთვალოთ სრულფასოვანი პიროვნების მაფორმირებლად. ადამიანი ამ დროს თავის პიროვნებას არც გადაჭარბებულად კარგად აფასებს და არც ცუდად, ის ცდილობს მეტნაკლებად ობიექტურად შეაფასოს საკუთარი თავი, აღიაროს სისუსტეები, უარყოფითი თვისებები და ეცადოს კიდეც მათ გამოსწორებას.


მაღალი თვთშეფასება ძირითადად სნობების და ნარცისებისთვისაა დამახასიათებელი. მათ თავი ყველაფრის მცოდნე ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს, ისინი არიან ცენტრში. ეს მათ ურთიერთობებს ართულებს გარშემომყოფებთან, რადგან მეტად რთულია, მათი ზეღირებულოვანი იდეების მოსმენა, მუდამ მათ მშვენიერებაზე საუბარი.


დაბალ თვითშეფასებას რაც შეეხება, ის დამახასიათებელია უფრო მეტად პესიმისტებისათვის. ასეთი ადამიანები სწავლას უკლებენ, წინსვლა და წარმატება მათთვის უცხო ცნებებია, ჰგონიათ, რომ არასოდეს არაფერი გამოუვათ. ადექვატურად ვერ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, არ არიან თავიანთ თავში დარწმუნებულები. კარენ ჰორნი, თვლიდა, რომ მშობლის სიყვარულს მოკლებული ბავშვები
მიდრეკილი არიან დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების განვითარებისკენ (რომელსაც ის განიხილავდა, როგორც ნევროტულ მოთხოვნილებას), რაც მათ თვითშეფასებას საფრთხეს უქმნის და მათ მეტად მოწყვლადს ხდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისადმი.


მასლოუს ტერმინი რომ გამოვიყენოთ, თვითაქტუალიზებული პიროვნებისათის იდეალურია ადექვატური თვითშეფასება, რომელიც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველია. რაც შეეხება დაბალი და მაღალი თვითშეფასების მქონე პიროვნებებს, მათ საზოგადოება არ ღებულობს, ან თუ ღებულობს გარკვეული პრობლემები ექმნებათ სოციუმთან ინტეგრაციისაც.


ზემოთ განხილულიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გზა წარმატებისკენ, სწორედ, ადექვატური თვითშეფასებით იწყება, რომელიც ბავშვობიდანვე ყალიბდება. მის განსავითრებლად კი ძალზედ მნიშვნელოვანია სითბო, სიყარული და მიმღებლობა.

0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო არჯევანიძე
ნინო არჯევანიძე
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0