x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სწრაფი რეტუში

image

რეტუშის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ამ შენთხვევაში, საჭირო არ არის ხალაბის, ჭორფლის და კანის დეფექტების სათითაოდ მოცილება. ყველა პრობლემა სწრაფად, „ხელის ერთი მოსმით“, გვარდება:

1) Layers პალიტრაში მოვახდინოთ გამოსახულების დუბლირება.

image2) დუბლირებული ფენისთვის გამოვიყენოთ Gaussian Blur (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur) ფილტრი, ისეთი რადიუსით, რომ კანი ერთფეროვანი გახდეს (მოცემულ შემთხვევაში, რადიუსი 5 პიქსელის ტოლია).

image3) დაბალი გამჭვირვალობის (40-50%), რბილი საშლელის (Eraser Tool) გამოყენებით, კოპირებულ ფენაზე, წავშალოთ ყველაფერი, კანის გარდა.

image4) შევამციროთ ფენის გამჭვირვალობა, რომ კანი ბუნებრივად გამოიყურებოდეს და გავაერთიანოთ ფენები.

image5) ისევ მოვახდინოთ, Layers პალიტრაში, ფენის დუბლირება და რეტუშის ხელსაწყოების გამოყენებით (ამ შემთხვევაში, გამოყენებულია Patch Tool), მოვაცილოთ კანს მუქი ფერის ლაქები.

image6) რეტუშის ამ ეტაპზე საჭიროა კანის განათება, ტონირება და ტექსტურის აღდგენა:
I. კანის გასანათებლად გამოვიყენოთ საკორექციო ფენა Levels. მის სადიალოგო ფანჯარაში, ჰისტოგრამის ქვემოთ მოთავსებული ნაცრისფერი ბერკეტი გადავწიოთ ოდნავ მარცხნივ.
II. ტონირებისთვის გამოვიყენოთ საკორექციო ფენა Photo Filrer. ფილტრების ჩამოსაშლელი მენიუდან ავირჩიოთ Worming Filter(85) პუნქტი და დავარეგულიროთ ტონის დადების სისქის პროცენტი (Density).
P.S. იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულების ფონი ნათელია და ტონირებაც არ უხდება, უნდა გავააქტიუროთ საკორექციო ფენის ნიღაბი და შავი, რბილი ფუნჯით, წავშალოთ ყველაფერი კანის გარდა და თუ საჭირო გახდა, დავარეგულიროთ საკორექციო ფენების გამჭვირვალიბა.
III. კანი მეტისმეტად გადარეცხილი რომ არ იყოს, აღვადგინოთ ტექსტურა Add Noise (Amount 0, 5 – 1 %) ფილტრის გამოყენებით (მენიუ Filter > Noise > Add Noise).

image7) გავაერთიანოთ ფენები.

image

0
58
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0