კომპიუტერები და პროგრამები სწრაფი რეტუში 2016, 14 თებერვალი, 12:24 რეტუშის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ამ შენთხვევაში, საჭირო არ არის ხალაბის, ჭორფლის და კანის დეფექტების სათითაოდ მოცილება. ყველა პრობლემა სწრაფად, „ხელის ერთი მოსმით“, გვარდება: 1) Layers პალიტრაში მოვახდინოთ გამოსახულების დუბლირება. 2) დუბლირებული ფენისთვის გამოვიყენოთ Gaussian Blur (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur) ფილტრი, ისეთი რადიუსით, რომ კანი ერთფეროვანი გახდეს (მოცემულ შემთხვევაში, რადიუსი 5 პიქსელის ტოლია). 3) დაბალი გამჭვირვალობის (40-50%), რბილი საშლელის (Eraser Tool) გამოყენებით, კოპირებულ ფენაზე, წავშალოთ ყველაფერი, კანის გარდა. 4) შევამციროთ ფენის გამჭვირვალობა, რომ კანი ბუნებრივად გამოიყურებოდეს და გავაერთიანოთ ფენები. 5) ისევ მოვახდინოთ, Layers პალიტრაში, ფენის დუბლირება და რეტუშის ხელსაწყოების გამოყენებით (ამ შემთხვევაში, გამოყენებულია Patch Tool), მოვაცილოთ კანს მუქი ფერის ლაქები. 6) რეტუშის ამ ეტაპზე საჭიროა კანის განათება, ტონირება და ტექსტურის აღდგენა: 7) გავაერთიანოთ ფენები. 59 7-ს მოსწონს
|