x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რატომ იწვევენ ქალები უფრო მეტ ხერგილებს გზაზე, ვიდრე კაცები ?
თანამედროვე კვლევებისა და მონაცემების თანახმად, ქალები უფრო მეტ ხერგილებს

იწვევენ, ვიდრე კაცები( სხვა მხრივ თუ შევხედავთ, მათ ტანჯვაც მეტი უწევთ ამის გამო),

თუმცა ეს სადავო საკითხია და ერთ კონფერენციაზე დაუსტვინეს კიდეც ამ აზრის

გამომთქმელ საგზაო მოძრაობის სპეციალისტს.


სტატისტიკა არ ადასტურებს, რომ ქალები საჭესთან კაცებზე უარესად იქცევიან.

ის გვიჩვენებს, რომ ინჟინრების მოდელებში საგზაო მოძრაობის საქმეები არა მხოლოდ

ანონიმური ნაკადებია, არამედ სოციალურ ცვლილებათა მოძრავი, დროის ხაზები.

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ან შეუძლია წარმოიდგინოს ის დრო, როცა მამა სამსახურში

მიდიოდა მანქანით, დედა კი ბავშვებს უვლიდა და ქალაქში, მხოლოდ საოჯახო საქმეებზე თუ წავიდოდა.

image

არიზონას უნივერსიტეტის ქალაქის დაგეგმარების პროფესორი სანდრა როზენბაუმი,

რომლის სპეციალიზაცია გზაზე ქალების ქცევაა, თვლის რომ, ეს ძალიან შეზღუდული

წარმოდგენაა.

"ასე მხოლოდ საშუალო კლასი იქცეოდა, –ამბობს ის, –უფრო დაბალი კლასის ოჯახებში

კი ქალებიც ისევე მუშაობდნენ, როგორც კაცები– ან ქმართან ერთად მაღაზიაში ან

სახლში."

"ავტომობილების ზრდის, უფრო მეტი მართვის უფლების მოპოვებისა და მანქანების

უფრო ხშირი გადაადგილების მიზეზი ის არის, რომ სულ უფრო მეტი ქალი მუშაობს,

კაცები მანქანით მეტს დადიან, მაგრამ მთელი ეს საცობები და ხერგილები არ იქნებოდა, image

ქალები რომ არ მუშაობდნენ და შესაბამისად, მანქანით არ გადაადგილდებდნენ."

მაგრამ დასაქმებული ქალების რაოდენობის ზრდა მედლის მხოლოდ ერთი მხარეა.

ბოლოს და ბოლოს დასაქმებული კაცების რაოდენობა ბევრად მეტია.

კვლევები აჩვენებს, რომ მით უფრო მეტი გადაადგილება უწევთ მანქანით, ვიდრე

ქალებს.

თუმცა ავტომობილით მოსიარულე ხალხი ძირითადად ქალები არიან, მიუხედავად

იმისა, რომ ქალები სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს შეადგენენ, დღეში

პრაქტიკულად იმავე მანძილს გადიან, რასაც კაცები.

საცობები ქალებს უფრო მეტად აწუხებთ, მაშინაც კი, თუ ის სხვა ქალების მიერაა

გამოწვეული. ამაზე მეტყველებს ფასიანი ზოლები (ანუ, როგორც მათ მეორენაირად

უწოდებენ "ზოლები ლექსუსებისთვის") ისეთ ქალაქებში, როგორიც არის დენვერი,

სადაც მძღოლები ფულს იხდიან იმისთვის, რომ ნაკლებად გადატვირთულ ზოლებში

იარონ.

კვლევები აჩვენებს, რომ მათ ქალები უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე კაცები.

როზენბაუმის აზრით, საცობების შექმნაში ქალების დადანაშაულება არ შეიძლება.

"ჩვენს დროში ოჯახები იძულებულები არიან სწორედ ასე იცხოვრონ. ავტომობილი არის ბალანსის დამყარების საშუალება ოჯახის ორ მომუშავე წევრს შორის."



0
55
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0