x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქვეყანა კი არა, ყანა ვართ- ნიკა გვარამია
რუსთავი 2 კერძო სატელევიზიო კომპანიაა საქართველოში. ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ — ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა. ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეარხის 90%-ს ფლობდა.


"რუსთავი 2" ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქ-შოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) „რუსთავი 2“-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში. ამჟამად მისი მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი - 90% და გიორგი გეგეშიძე - 10%, გენერალური დირექტორი კი უკვე ყველასათვის ცნობილი ნიკა გვარამიაა. მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85%-ს შეუძლია. ნიკა აქტიურია მიმდინარე თემებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებით და სრულიად მოურიდებლად ავრცელებს მათ საკუთარი facebook-ის გვერდზე პოსტების საშუალებით. მიმდინარე მოვლენებს კი ის ასე აფასებს:



"კანონიერია თუ უკანონო, მოძრავია თუ უძრავი, ახალ ადგილზე უკეთესად იხარებს თუ ძველი ჯობდა - არ ვიცი, მაგრამ ეს საკითხები რომ გახდა მეინსტრიმული ჩვენს დისკურსში, უკვე ცხადია, რომ ქვეყანა კი არა, ყანა ვართ.
ჩვენი არაფორმალური მმართველი ხეების გადარგვის ადგილზე თავისი მდარე ლექსიკით და მოკლე ჭკუით საქმეს ურჩევს მწვანეებს, და ოდესის გუბერნატორი მიუნხენის კონფერენციაზე უტევს პუტინის რუსეთს. იგრძენით განსხვავება.
ესაა და ეს. უარესი რაღა უნდა იყოს".



image

image

1
170
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
170
  
2016, 14 თებერვალი, 11:32
ქვეყანა არ არის ყანა, თქვენ კი ხართ მიშას ჩამოტანილი გმო სიმინდის თესლი.
0 1 1