x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მარაზმში გადადის ეს ყველაფერი, ვუჩივლებ!"-რატომ გაიქცა კესარია გადაცემიდან

image

ერთ დროს ბესო იყო, დღეს კი უკვე ულამაზესი ქალბატონია. თვლის, რომ დაბადებიდან ასეთი იყო, ბუნებრივად ქალი. მის ცხოვრებას მუდამ თან სდევს სკანდალები. ადასტურებს, რომ შეზვარებულია, თუმცა რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს. კესო გადაცემა "Ftime"-ის სტუმარი გახლდათ, სადაც მან ბიანკას გარდაცვალებს ფაქტზე ისაუბრა და საფუძვლიანი ეჭვიც გამოთქვა, რომ საქმე არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ მკვლელობასთან გვაქვს. ჟურნალისტის კითხვამ პირადი ცხოვრების შესახებ ლამაზმანი გააღიზიანა და გადაცემა დატოვა. მომხდარი კი ანონსში მაინც მოხვდა. "ეს არის გადაცემა სადაც ზედმეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, მარაზმში გადადის ეს ყველაფერი, რა უფლება აქვს წამყვანს როცა ტლიკინებს ჩემს პირადზე, ბოლომდე გავყვები და ვუჩივლებ, თუკი ბოდიშს არ მოიხდის... ზოგადად მეგონა რომ ეს მარაზმი ეთერში არ მოხვდებოდა!!! აშკარაა რომ მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევენ საკუთარ თავს!!! ძაან გაბლატავდა ქართული თავხედი მედია"-წერს გაბრაზებული კესარია სოციალურ ქსელში. ამ ყველაფრის შემდგომ, მან საკუთარი "ფეისბუქის" გვერდი რამდენიმე საათით გააუქმა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს სოციალური ქსელის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო.

"ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია არის კითხვების დასმა. როდესაც ადამიანი პოლიტიკოსია, თან ცნობილი, მისი ცხოვრება უკვე საჯარო განხილვის თემაც ხდება ხოლმე, ამიტომ კითხვები არ უნდა გაგიკვირდეთ, არც თქვენ და არც თქვენ მეგობარს. ჩვენი გადაცემა არ არის აგებული სკანდალებზე და ჭორებზე, არაფერს არ ვამტკიცებთ. მტკიცებულებების გარეშე ამ კითხვას არ დაგისვამდით, ფოტო არსებობს და თქვენც იცით.

წარმატებებს გისურვებთ სასამართლოში"-ასე ეხმაურებიან სკანდალური გადაცემის ავტორები მომხდარს.imageimage


1
1800
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1800
  
2016, 15 თებერვალი, 15:46
ჰმ, პოლიტიკოსი ღლის ამას? სავარაუდოდ სერიოზულ მაყუთს გადაიხდის რო არ გაუბაზრდეს
0 1 1