x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"მამაჩემს ან დედაჩემს ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ"
imageერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი 75 წლის მამის შესახებ მედიაში გავრცელებულ ამბავს სოციალური ქსელიდან ეხმაურება:


"ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!!


გესმით რა მარაზმში ვართ??? რომ თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერ-მარკეტში?


ხელში ბევრი პროდუქტი ეჭირა და რაც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, მაინც ხომ ერთად უნდა გადავიხადოო. ოღონდ მაღაზიიდან ისე გამოვიდა, რომ ამის გადახდა დაავიწყდა. საერთოდ აღარ მახსოვდა, ჯიბეში რომ ჩავიდეო! საუბარია ფილა შოკოლადზე და კარაქზე. ასეთი რამე ყველას შეიძლება დაემართოს! მით უმეტეს ასაკში შესულ ადამიანს. ეს ამბავი გუშინ მომხდარა, დაცვასთან უსიამოვნო საუბარიც იყო, მას შემდეგ, რაც მამაჩემი შეწუხდა, როგორ დამავიწყდა გადახდაო, იქვე სთავაზობდა, აქვე გადავიხდი ჯარიმის თანხასაცო.



და ახლა თურმე ქურდობაში დებენ ბრალს??!!


აბსურდსაც ხომ ზღვარი აქვს??!!


ძალიან ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამით მე რამე პოზიციას შემაცვლევინებთ!
უბრალოდ, დიდი ბოდიში მამაჩემს და ყველა ჩემი ოჯახის წევრს, რომ ჩემს გამო, წლების განმავლობაში უწევთ უამრავი უსიამოვნების ატანა და გადატანა! ან მამაჩემს ან დედაჩემს, რომელთაც ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!!!


ქურდები, წამლის ბარიგები, მკვლელები და მკვლობების შემკვეთები თქვენსკენ მოიკითხეთ! როგორ ბედავთ საერთოდ მამაჩემის გარევას ამ ბინძურ კამპანიაში?" - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გერდზე.


image

3
529
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
529
  
2016, 13 თებერვალი, 23:40
რას კარაქის და შოკოლადის მოპარვას?! :)
2016, 13 თებერვალი, 14:12
გასაპარვებელია და აპარავებს !!!!
2016, 13 თებერვალი, 11:03
როდის მერე იდებენ ნაყიდ პროდუქტს ჯიბეში?! ყველაფრის "გაპრავებას" ვერ შესძლებთ ჩიორა...
ურიკა არ იყო იმ სუპერმარკეტში ან პარკი? შოკოლადი კიდევ ჰო, მაგრამ კარაქი ჯიბით დააქვთ შენი ოჯახის წევრებს?!
:)
0 1 3