x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ლიბიის ქალაქ სირტში, რომელიც ლიბიაში "ისლამური სახელმწიფოს" საყრდენად ითვლება უცნობმა სნაიპერმა დაიწყო "ნადირობა" გავლენიან პირებზე და საველე მეთაურებზე

image ლიბიის ქალაქ სირტში უცნობმა სნაიპერმა "ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელებზე და საველე მეთაურებზე ნადირობა დაიწყო.
13 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით სნაიპერმა (ჯერჯერობით გაურკვეველია ვინაა ან რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებას ასრულებს) "ისლამური სახელმწიფოს" სამი
ცნობილი პირის ლიკვიდირება მოახდინა.
13 იანვარს მის ტყვიას გავლენიანი სუდანელი ჰამად აბდელ ხადი, 19 იანვარს იერარქიაში მისი მემკვიდრე აბუ მოჰამედ ალ დარნავი შეეწირა, ხოლო 23 იანვარს კი გავლენიანი საველე მეთაური აბდულლაჰ ჰამად ანსარი.
ინფორმაცია სნაიპერზე და მის მიერ ლიკვიდირებულ გავლენიან პირებზე ბელგიურმა გაზეთმა "Morgen" გაავრცელა.
გამომცემლობას ინფორმატორმა განუცხადა, რომ სნაიპერის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ლიკვიდირებული პირების ლიკვიდირება სნაიპერმა მოახდინა იმ ტერიტორიებზე, სადაც ტერორისტები სრულიად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.
სნაიპერი როგორც ჩანს პროფესიონალია, რადგან ახდენს მხოლოდ ერთ ზუსტ გასროლას "ობიექტის" ლიკვიდირებისათვის. მიუხედავად ტერორისტი მებრძოლების ძალზე დიდი საბრძოლო გამოცდილებისა ვერავინ შეძლო დაედგინა ის ადგილი, საიდანაც ახდენდა სნაიპერი გასროლას ტერორისტების მიმართულებით.
წყაროს ინფორმაციით სირტში, რომელიც ლიბიაში "ისლამური სახელმწიფოს" საყრდენად ითვლება, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აწარმოებენ ქალაქის ტოტალურ ჩხრეკას სნაიპერის აღმოსაჩენად, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ.
როგორც გამომცემლობა იუწყება სირტში ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" სამი ათასამდე მებრძოლი იმყოფება.

1
195
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
195
  
2016, 11 თებერვალი, 19:28
5 მოწონებაა და 4 ნახვა–ცირკია რა. :)
0 1 1