x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
470.000 გარდაცვლილი,ანუ სირია და მსოფლიო პოლიტიკა.

“სირიაში გარდაცვლილებს გლოვობენ“ ფოტო გადაღებულია 2015 წლის 13 დეკემბერსსირიაში არსებული “პოლიტიკის კვლევების ცენტრის’’ ინფორმაციით სირიის მოსახლეობის 11, 5% გარდაცვლილი, ან დაშავებულია.
უახლესი კვლევის თანახმად, ხუთწლიანმა
ომმა, რომელიც სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს, დაახლოებით 470.000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კვლევაში არსებული ინფორმაციით, ბაშარ ასადის
რეჟიმთან ბრძოლის დაწყებამდე სირიის მოსახლეობის რაოდენობა 21 მილიონ ადამიანს შეადგენდა.
ომის დაწყების შემდეგ, სირიის მოსახლობის 11, 5% გარდაიცვალა.
ამასთანავე, “სირიის პოლიტიკის კვლევების ცენტრის’’ ინფორმაციით, 13.8 მილიონმა სირიელმა დაკარგა თავის რჩენის საშუალება.
აქედან, საერთო მოსახლეობის 45%-მა გადაწყვიტა ქვეყანა იძულებით დაეტოვებინა, რომელთაგან, რიცხვებში, 4 მილიონი გაიქცა, ხოლო 6.36 მილიონი სირიის საზღვრებშივე, ერთი ტერიტორიიდან გადაადგილდა, მეორეში.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მტკიცებით, 250.000 ადამიანი დაიღუპა გადაადგილების
დროს, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ომისგან გამოწვეული ფატალური სიტუაციის გამო,
მონაცემების წარმოება/შენახვა 2014 წლის შემდეგ შეწყდა და ზემოთწარმოდგენილი
კვლევის შედეგები, გარდაცვლილთა/დაშავებულთა შესახებ, მწირია და რეალურად მეტი
ადამიანური რესურსია დაკარგული.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს სახელმწიფო პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობამ გადაწყვიტა გაელაშქრა იმ უსამართლო და “დაუნდობელი’’ რეჟიმის წინაარმდეგ, რომელსაც ბაშარ ასადი და მისი ხელისუფლება ატარებდა სირიაში.
წამოწყება მალევე გადაიზარდა სამოქალაქო დაპირისპირებაში და მასში ჩაერთო
რამოდენიმე რადიკალური ისლამური დაჯგუფება, ადგილობრივ არმიასთან და საგარეო
ძალებთან ერთად.








0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:ოდოშაშვილი გიორგი
ოდოშაშვილი გიორგი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0