x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ზოგიერთი ტვინგამორეცხილის ადგილას დავფიქრდებოდი, რასთან აქვს საქმე..."- ნინო ლაბარტყავას მორიგი პოსტი
მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა.

image


სულ ახლახანს მან საკუთარი ფბ-ის გვერდზე ახალი სტატუსი დადო, რომელიც უშუალოდ ლგბტ-ს საკითხს ეხება და რაღა თქმა უნდა უცვლელად შემოგთავაზებთ.


"როდესაც კაცი ამტკიცებს, ნაპოლეონი ვარო, მას საგიჟეთში ამწყვდევენ და მკურნალობენ. როდესაც იგივე კაცი ამტკიცებს, ქალი ვარო, მაიძულებენ, რომ პატივი ვცე და ეს ვაღიარო, ანუ დავიჯერო. რატომ?!"
კარგად არის ნათქვამი...
რატომ და იმიტომ, რომ ეტყობა ჩმორი ერი ვგონივართ ვიღაც–ვიღაცეებს და ჰგონიათ, თავისას გაიტანენ.
ვინც მართლა მიჩმორებულია ამა თუ იმ მიზეზთა გამო და ხმას არ(ვერ) იღებს, ეს მათი პრობლემაა. სამაგიეროდ მრავლად ვართ ისინი, ვინც ამ უმსგავსობაზე და გარყვნილებაზე ხმის ამოღების არ გვეშინია.
ხოდა, ასეთ ვითარებაში, ზოგიერთი ტვინგამორეცხილის ადგილას დავფიქრდებოდი, რასთან აქვს საქმე და რა რაოდენობის ხალხის თავზე ხტუნაობას ცდილობს.
როგორც "ფროიდი" იტყოდა, ნელა იხტუნავეთ, რამეს უშნოდ არ დაახტეთ.
))))))



image

1
249
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
249
  
2016, 10 თებერვალი, 20:36
"კაროჩე რაა"..
ენა რომ გისწრებს ამიტომაც გაგაგზავნა დარსმელიძემ ერთ ადგილას....
0 1 1