x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
წმინდა ნინოს ჯვარი ვაზისა - ორი სხვადასხვა ისტორია
image


ქართულ წყაროებში წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის შესახებ 2 ვერსია არსებობს.

12 საუკუნით დათარიღებული "წმინდა ნინოს ცხოვრების"-არსენ ბერის ვერსიის მიხედვით, კაპადოკიელს, წმინდა ნინოს იერუსალიმში ყოფნისას-"ძილსა შინა" გამოეცხადა ღვთისმშობელი.საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად გადასცა ვაზის ნასხლავისაგან დამზადებული ჯვარი.

მეორე ვერსია დაცულია მეათე საუკუნით დათარიღებულ "მოქცევაი ქართლისაიში", ამ ვერსიის მიხედვით, მცხეთაში ჩასული წმინდა ნინო, 3 წლის განმავლობაში ლოცულობდა მაყვლოვანში და სწორედ ამ დროს თვითონ შექმნა ჯვარი და თმით შეკრა.


სიკვდილის წინ წმინდა ნინომ ჯვარი მირიან მეფეს გადასცა. ჯვარი ამჟამად თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება. ჯვარი შემკულია წმინდა ნინოს თმებით და ფარჩის საფარველით არის შემოსილი.

წმინდა ნინო თვითონ განისვენებს კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში.image

0
734
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
734
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0