x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფილოსოფოსების ფრაზები ადამიანზე
1.ადამიანი ისეთია, როგორი წარმოდგენაც აქვს ბედნიერებაზე.

ვასილი სუხომლინსკი

2.ადამიაები არამარტო ივიწყებენ მათთვის გაწეულ სამსახურსა თუ მათთვის მიყენებულ შეურაცყოფას, არამედ სიძულვილითაც კი უყურებენ თავიანთ კეთილისმყოფელთ და მზად არიან მიუტევონ მათ.აუცილებლობა იმისა, რომ სიკეთეს მადლიერებით უნდა მიაგონ სანაცვლო, ხოლო შეურაცყოფას-შურისძიებით, მათ მონობად ეჩვენებათ, რომელსაც არას დიდებით არ სურთ მოუხარონ ქედი.

ფრანსუა დე ლაროშფუკო


3.ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.

ლეონარდო და ვინჩი

4.ადამიანები ვერ იტანენ იმას, ვინც აგრძნობინებს მაათ არასრულფასოვნებას.

ჩესტერფილდი

5.ადამიანები თავს იწონებენ, როცა იქცევიან ისე, თითქოს მათთვის უცხო იყოს ყოველგვარი თავმოწონება.

ფრანსუა დე ლაროშფუკო

6.ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს.

ლეონარდო და ვინჩი

7.ადამიანები საქმით ძირს უთხრიან თავიანთ მსგავსთ, ხოლო სიტყვით კი ცაში აჰყავთ ისინი.

ჯაკომო ლეპარდი

8.ადამიანების შეცნობა უფრო ადვილია საერთოდ, ვიდრე ერთი კაცისა კერძოდ.

ფრანსუა დე ლაროშფუკო

9.ადამიანებს რას არ ასწავლიან, წესიერებას კი-არა.მერე კი ისინი თავის გამოჩენას სწორედ წესიერებით ცდილობენ-იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.

10.ადამიანებს სურთ, ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.

ჟან დე ლაბრიუერი

image

0
388
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0