x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში

image

ტელეარხმა BBC-მა აჩვენა ფილმი “მესამე მსოფლიო ომი’’ (WW3: Inside the War Room), სადაც მსოფლიოს აფრთხილებს რუსეთის ფედერაციის გალაშქრებას მსოფლიოზე ბირთვულ ომით.ფილმი, რომელიც გამოჩნდა ეკრანზე ფართო აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების მხრიდან, განსაკუთრებით რუსეთსა და ლატვიაში.
სურათში ასახულია “თავდაცვის კომიტეტის’’ შეხვედრა, სადაც განიხილავენ სამხედრო ოპერაციის გეგმებს, შეხვედრას ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში კრისტოფერ მეიერი, რომელიც განიხილავს ჩრდილო ატლანტიკული ალიანსის-ნატოს ხეშეკრულების მეხუთე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ნატოს წევრი ქვეყნის თავდასხმას მტერზე და სხვა გაერთიანებული წევრი სახელმწიფოების დახმარებას სამხედრო ოპერაციებში.
ბოლო სცენებში ასახულია რუსეთზე თავდასხმა, რომელიც აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას.
საბოლოოდ ფილმში ასახულია ყველა იმ განხილული საკითხის “დადებითი’’ და “უარყოფითი’’ გადაწყვეტილებები..
პარალელურად რუსეთის ფედრაციამ განაცხადა, რომ ფილმი არ ეფუძნება არანაირ სამომავლო გეგმას, ეს უბრალოდ პასუხია ნატოს მხრიდან, რომელიც აგრესიის თვალით შეჰყურებს რუსეთს.რუსეთმა უარყო ბრალდება ბირთვული თავდასხმის შესახებ და საბოლოოდ განაცხადა, რომ ის არ აპირებს მსოფლიოს ბირთვული თავდასხმა მოუწყოს.

0
154
4-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0