x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ღალატი თუ შურისძიება - რომელია უფრო შემზარავი და სასტიკი? - ბაკურ სვანიძის საინტერესო სტატუსი

მწერალი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე თავის ფეისბუკის კედელზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც მოჰყავს ნაწყვეტი ცნობილი რომანიდან "ბალთაზარ კოსა", სადაც საუბარია ღალატსა და შურისძიებაზე. მაინც რომელი ადამიანური თვისებაა უფრო შემზარავი და სასტიკი- პირველი თუ მეორე? - კითხულობს სტატუსის ავტორი.


image


"რამ გამახსენა, არ ვიცი, მაგრამ პარადისისის "ბალთაზარ კოსა"-ში
არის ერთი ასეთი დ ა მ ა ბ ა რ ძ გ ვ ა ლ ე ბ ე ლ ი პასაჟი:-
ბალთაზარის ც ო ლ ს მოულოდნელად რაღაც უცნობი დაავადება
ემართება. ახალგაზრდა ქალი ნელ-ნელა ს უ ს ტ დ ე ბ ა. ძალა ელევა
არაფრის თავი აღარ აქვს.
ეს ე რ თ ა დ ე რ თ ი ქალია, იმ უამრავ "გასართობ" ქალს შორის,
ვისთანაც კოსამ ს ე რ ი ო ზ უ ლ ი ურთიერთბა ინდომა და
ც ო ლ ა დ დაისვა! ის აღიარებდა რომ მართლაც ს ი გ ი ჟ ე მ დ ე
უყვარდა ეს ერთადერთი ქალი!
წლების განმავლობაში, თითქმის მთელი 10 წელიწადი
უვლის ბალთაზარი დავრდომილ ცოლს. აქედან ბოლო 4-5 წელი
ქალი ლოგინად არის ჩავარდნილი.
და როდესაც მისი უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი წუთები დადგება,
მოიხმობს ბალთაზარს:-
"ბალთაზარ, მე ვკვდები. მე რამდენიმე წუთში აღარ ვიქნები და
არ მინდა ს ი ნ დ ი ს ი ს სიმძიმე გამყვეს. შენ მე, დავრდომილს,
ისე მედექი გვერდით, ისე მივლიდი, მე მთელი ეს წლები
მტანჯავდა სინდისი მაგრამ ვერ გავბედე აქამდე მეთქვა. ახლა კი...
ს ი კ ვ ი დ ი ლ ი ს წინ, მინდა რომ ცოტა მაინც შევიმსუბუქო სინდისი,
პ ა ტ ი ე ბ ა ს არ გთხოვ. უბრალდო მინდა რომ საკუთარი სინდისი
ცოტათი მაინც დავიმშვიდო. გახსოვს, ერთხელ შენ შენს საუკეთესო
მ ე გ ო ბ ა რ თ ა ნ მოულოდნელად მიხვედი სახლში. მას საწოლში
ქ ა ლ ი ეწვა, რომელსაც სახეზე ზეწარი დააფარა! ქალი კანკალებდა
და შენმა საუკეთესო მეგობარმა გთხოვა, რომ არ გადაგეძრო ზეწარი ამ
ქალის სახიდან, რადგან ის ისეთი ვიღაცის ცოლი იყო, შეურაცხყოფას
ვერ აიტანდა და თავს მოიკლავდა! ეს ქალი მე ვიყავი, ბალთაზარ!"
ბალთაზარს გ ა ე ღ ი მ ა:-
"ი ნ ტ ე რ ე ს ი მკლავდა, სასიკვდილო სარეცელზე მაინც თუ მეტყოდი
ამას. მე მაშინ შენს მხარზე ნიშანი ვიცანი. როგორ ფიქრობ, რა ჰქვია იმ
საშინელ ს ე ნ ს, რამაც შენ, ასე ახალგაზრდას ნელ-ნელა გამოგაცალა
სიცოცხლის ძალა და უდიდესი ტ ა ნ ჯ ვ ი თ გისტუმრებს საიქიოს?
ამ სენს, ძვირფასო, ბალთაზარის საიდუმლო ს ა წ ა მ ლ ა ვ ი ჰქვია!
ჩვენი ე ქ ი მ ი ს ხელით, ყოველდღიურად გიზრდიდი დოზას...
ასე რომ, შეგიძლია მშვიდად ეახლო უ ფ ა ლ ს!
ბალთაზარი არავის და არასოდეს ტოვებს შ უ რ ი ს ძ ი ე ბ ი ს
გარეშე, თუნდაც გაგიჟებამდე უ ყ ვ ა რ დ ე ს!"
!!!!
ვახ ჩემი...
რა გიჟი ს ა დ ი ს ტ ი და რამხელა ნ ე ბ ი ს ყ ო ფ ი ს პატრონი
იყო ეს დედა......ი პ ა პ ი - მ ე კ ო ბ რ ე...."- ასკვნის ბაკურ სვანიძე.

0
79
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0