x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გიორგი მამულაშვილი-"არაფერს გამოვრიცხავ სამომავლოდ, მაგრამ დღეს კოალიციის წევრ სუბიექტებს პოლიტიკური გეგმები არ აქვთ"

image
"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" ლიდერი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილის საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მიმართავს.



"გადავწყვიტე, გამოვეხმაურო "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. რამდენიმე დღის წინ კონკრეტულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს კოალიცია გეგმავს პოლიტიკურ მოძრაობად გარდაქმნას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებისა და ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რამეთუ კოალიციის რიგებში გაწევრიანებული ახალგაზრდების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ მუშაობას.


2016 წელი ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშნელოვანესია. კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს საარჩევნო წელია და შესაბამისად პოლიტიკურად აქტიური იქნება. ამიტომ გვსურს, კატეგორიულად უარვყოთ გავრცელებული ინფორმაცია. არაფერს გამოვრიცხავ სამომავლოდ, მაგრამ დღეს კოალიციის წევრ სუბიექტებს პოლიტიკური გეგმები არ აქვთ. მეტიც, კოალიცია ყოველთვის იჩენს სიფრთხილეს პოლიტიკური საკითხების მიმართ.


დღეს ჩვენს წინაშე არაერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. აუცილებელია ახალგაზრდების ინფორმირება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და მათი ჩართულობის გაზრდა. ახლოვდება ნატო-ს ვარშავის სამიტი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევძლოთ ახალგაზრდების მაქსიმალური მობილიზება. კოალიცია ჩამოყალიბდა საზოგადოებრივ მოძრაობად და ჩვენ ამ ფორმატით ვაგრძელებთ მუშაობას.



როგორც "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" ლიდერი, მოვუწოდებ მედია საშუალებებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და გადაამოწმონ ყველა ინფორმაცია კოალიციის პრეს-სამსახურთან"-ნათქვამია გიორგი მამულაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.




0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია იაძე
ნათია იაძე
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0