x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კორპუსები სასაფლაოზე

საცხოვრებელი კორპუსის სასაფლაოზე მშენებლობის ნებართვა გასცა თბილისის მერიამ. ქავთარაძის ქუჩაზე დაიწყო მშენებლობა, რომელიც ქუჩის მცხოვრებთა პროტესტის მიუხედავად მაინც გრძელდება ამ დროისათვის..
ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობა მათი კორპუსების უკან ახალი მშენებლობების წინააღმდეგია. ამბობენ, რომ ტერიტორიაზე გერმანელი ტყვეების საფლავებია.
ტერიტორიაზე სასაფლაოს არსებობას ადასტურებს გერმანული სათვისტომოს დამაარსებელი, ჰარი აუგუსტიც და საელჩოს ტერიტორიის დაცვას სთხოვს.
რეფორმირების ცენტრში კი ამბობენ, რომ მერია ნებართვებს წინასწარი შესწავლის გარეშე, მხოლოდ ინვესტორების მოთხოვნის გათვალისწინებით არიგებს.
გარდა ამისა, მოსახლეობა შიშობს, რომ ახალი მრავალსართულიანი ბინების მშენებლობა მათ ძველ კორპუსებს დააზიანებს და მზის შუქთან ერთად ფასსაც დააკარგვინებს.
ამბობენ, რომ არსებული გამწვანების ზოლი მათთვის ერთადერთი სასუნთქი და დასასვენებელი ადგილია, ახლა კი მის გარეშე რჩებიან.
მოსახლეობა მწვანე ზოლის დათმობას არ აპირებს. ისინი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ და მის შესრულებას მოითხოვენ.


image

0
351
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0