x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მომაკვდავი ადამიანების უკანასკნელი სურვილები
ჰოლანდიური საქველმოქმედო ორგანიზაცია «Stichting Ambulance Wens Nederland» მომაკვდავი ადამიანების უკანასკნელ სურვილებს ასრულებენ.

პროფესიით მძღოლს კის ვალდბოერს და მის მეუღლეს, მედდა ინკეს ეს იდეა 8 წლის წინ სრულიად შემთხვევით დაებადათ. ამჟამად მათ რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა ემსახურებათ, გააჩნიათ საკუთარი პანსიონი და 230 მოხალისე, რომლებიც მზად არიან 7 ათაზე მეტ მომაკვდავ ადამიანს უკანასკნელი სურვილი შეუსრულონ.

კისის განცხადებით, უმეტესობის უკანასკნელი სურვილი საკმაოდ მარტივია, ამიტომ დღეში 3-4 სურვილის შესრულებას ასწრებენ.


77 წლის მოხუცი ქალბატონის უკანასკნელი სურვილი:ენახა რემბრანტის გამოფენა ამსტერდამში.


image54 წლის მარიოს უკანასკნელი სურვილი იყო გამომშვიდობებოდა ჟირაფებს.იგი მთელი ცხოვრება ზოოპარკში მუშაობდა და ჟირაფებს უვლიდა.

image

ქალბატონის უკანასკნელი სურვილი იყო, პირადად გაეცნო თავის კუმირი, ლაიონელ რიჩი.იგი იმ დროს ზუსტად ჰოლანდიაში იყო ჩასული საგასტროლოდ.

imageამ მამაკაცის უკანასკნელი სურვილი იყო დამტკბარიყო როტერდამის ხედებით "Euromast"-ია ანძიდან.

image


მამაკაცის უკანასკნელი ნატვრა იყო ესადილა შევენინგენის თევზის რესტორანში.

image


შემდეგი უკანასკნელი ნატვრა:დამჯდარიყო ყვითელი "ლამბორჯინი დიაბლოს" საჭესთან.

image


მოენახულებინა დისნეილენდი.

image


ამ ქალბატონის ოცნება იყო დაბრუნებულიყო მშობლიურ პოლონეთში და თავის უკანასკნელი დღეები ქმარ-შვილთან გაეტარებინა.

image


ამ ახალგაზრდა ქალის ოცნება იყო უკანასკნელად დაქალებთან ერთად კინოთეატრში წასულიყო.

image

1
611
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
611
  
2016, 8 თებერვალი, 18:05
ამეტირა
0 1 1