x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საპატრიარქო შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს ლგბტ უფლებათა დამცველს, "მაცაცოს" დაცვა გამოუყოს

imageსაქართველოს საპატრიარქო შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს ლგბტ პირების უფლებების დამცველს, გიორგი ტატიშვილს დაცვა გამოუყოს.

როგორც ცნობილია ტრანსგენდერმა გიორგი ტატიშვილმა, ცნობილი როგორც "მაცაცო" საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


საპატრიარქო გიორგი ტატიშვილისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს:



„როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე გიორგი
ტატიშვილმა (იგი ამჟამად ამ სახელით არის დარეგისტრირებული) საკონსტიტუციო
სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
იგი თვითონ არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და მათი უფლებადამცველი.

მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (განურჩევლად ეროვნებისა
და რწმენისა) როგორ უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში.
ამიტომაც არის საშიშროება იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს
მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის
სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის
დასაგმობია და ყოვლად მიუღებელი მისი ეს ნაბიჯი (მითუმეტეს კანონის
მიღება), მიუღებელია ძალადობრივი ქმედებაც, და, რა თქმა უნდა, ძალადობის
უმძიმესი ფორმით გამოვლენა.
ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითვალისწინოს აღნიშნული და გიორგი ტატიშვილს,
უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა“-აღნიშნულია განცხადებაში.


5
406
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
2016, 11 თებერვალი, 21:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2016, 9 თებერვალი, 13:19
საპატრიარქო გიორგი ტატიშვილისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს
ეს ციტატა ჩააგდეთ საძიებოში და რამდენიმე წყაროს ამოგიგდებთ, აქ დავდებდი, მაგრამ გარე ლინკის დადება წესების დარღვევად ითვლება.
2016, 9 თებერვალი, 11:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 8 თებერვალი, 13:54
ამ გადაგვარებულმა ვინ უნდა დაიცვას? :)))
2016, 8 თებერვალი, 6:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5