x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ვანგას საუკეთესო რჩევები
image

ვის არ სმენია ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას შესახებ.ბევრი
რამე თქმულა, დაწერილა, გადაუღიათ მის შესახებ როგორც დოკუმენტალური, ასევე მხატვრული ფილმები.მისი წინასწარმეტყველებები მსოფიოში ალბათ ყველა ადამიანმა იცის.საინტერესოა მისი რჩევები ოჯახში კეთილდღეობის და ფულის დაბედებისთვის.გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.


1. თუ გსურთ კეთილდღეობა და წარმატება ყველა საქმეში, დილით საწოლიდან ადგომისას ჯერ მარჯვენა ფეხზე ჩაიცვით, მერე მარცხენაზე. და არასოდეს არ ეძებოთ მეორე ჩუსტი, როცა ერთზე უკვე გაცვიათ.ჯერ ორივე მოძებნეთ და მერე ჩაიცვით.
image

2. გსურთ რომ დაიწყოს ახალი და განსხვავებული თქვენს
ცხოვრებაში?დაელოდეთ ახალ მთვარეს და სახლში ავეჯი გადააადგილეთ.შედეგს მალე დაინახავთ.

3. თუ გსურთ წარმატებული იყოთ, შეინახეთ სახლში როგორც
თილისმა სხვადასხვა ქვეყნის მონეტები.ოღონდ მხოლოდ ვერცხლისფერები.
image



4. არასოდეს არ დატოვოთ მაგიდაზე პურის ნატეხები.თუ
არ გინდათ რომ წარმატებამ და ბარაქამ მიგატოვოთ, არ გადაყაროთ ნაგავში პური, თუნდაც გამხმარი და დაობებული.უკეთესია აჭამოთ ფრინველებს ან ცხოველებს.
image



5. თუ წარმატებამ ზურგი შეგაქციათ, თქვენი სახლის ყველა
რაფაზე მარილი დაყარეთ.იყოს მანამდე, სანამ წარმატება არ დაგიბრუნდებათ.შემდეგ ისე უნდა მოაგროვოთ ეს მარილი პაკეტში, რომ ხელზე არ მოგედოთ.წაიღეთ და მოშორებით მიწაში ჩაფალით.

6. თუ ვინმეს უყვებით თქვენი წარმატების შესახებ, ხის
ზედაპირზე აუცილებლად დააკაკუნეთ სამჯერ და მხრის უკან გადააფურთხეთ სამჯერ.


7. თუ მარჯვენა ფეხი წამოკარით რამეს, უსიამოვნება გელით.ეს
რომ თავიდან აიცილოთ, მიწაზე მარჯვენა ფეხით სამჯერ დააბაკუნეთ და თქვით:’’უბედურებავ,
გამშორდი! მიწაში წადი.’’თუ მარცხენა ფეხით წაბორძიკდით- წარმატებას და ბედნიერებას ელოდეთ.


8. გსურთ მთელი წელი ფული შემოგდიოდეთ?ახალი წლის ღამეს
დიდი კუპიურები გადათვალეთ.
image

9. თუ ფულმა და წარმატებამ ზურგი გაქციათ, სახლში ხალიჩის
ქვეშ ცოტა ხავსი ან წყალმცენარე დადეთ.ფული შემოგივათ.


10. ფულის გადათვლა, ვალის აღება ან დაბრუნება დილით
უნდა მოხდეს შუადღემდე.თუ ამას საღამოს გააკეთებთ, არასოდეს არ გექნებათ ფული.



11. თუ ვინმეს საფულეს ჩუქნით, აუცილებლად ჩაუდეთ მასში
ფული- მხოლოდ მაშინ მოუტანს სიკეთეს მას ეს საჩუქარი და თქვენი შემოსავალიც ზრდას დაიწყებს.ზუსტად ამიტომ არ უნდა აჩუქოთ ცარიელი ჩანთა, ჩემოდანი, ვაზა და სხვა ჭურჭელი.თუ ვინმესგან ინათხოვრეთ ჩანთა, ქვაბი ან რამე
ჭურჭელი- ცარიელი არ დაუბრუნოთ.მადლობის ნიშნად შიგ რამე ჩაუდეთ.მაშინ ბარაქა თქვენც გექნებათ.
image
12. მზის ჩასვლის შემდეგ ფული ხელიდან-ხელში არ უნდა გადასცეთ, თორემ გაღარიბდებით. ფული მაგიდაზე დაუდეთ ან იატაკზე დაუყარეთ და ისე აიღოს.


13. თუ გინდათ ფული ყოველთვის გქონდეთ, დაელოდეთ ახალ
მთვარეს, გადით გარეთ და აჩვენეთ თქვენი ფული.
image

14. როცა სახლში ცომი იზილება, ან ნამცხვარი ცხვება, არავითარ
შემთხვევაში არ უნდა ილანძღებოდეთ, ცუდზე ფიქრიც კი არ შეიძლება, თორემ სახლში უსიამოვნებები გექნებათ.
image

15. თუ გსურთ სიღარიბიდან ამოხვიდეთ, საფულით ატარეთ მწვანე კვარცი.
image



16. ფულის მიზიდვა შეუძლია ფირუზსაც. ჩაიდეთ საფულეში, ოღონდ
დროდადრო ამოიღეთ და ხელში გაათბეთ.
image


17. სიმდიდრეს იზიდავენ ასევე ოქროს და ვერცხლის ბეჭდები
კატის ან ვეფხვის თვალებით.(ორივე ძალიან ლამაზი ქვაა).
imageimage


18. სიმდიდრის მოზიდვა შეიძლება მაშინაც, თუ ატარებთ ნებისმიერი ძვირფასი ლითონის სამკაულს ტოპაზის ან სერდოლიკის ქვებით.

image
image

19. არასოდეს არ დადოთ მაგიდაზე გასაღები ან ქუდი, არ დაჯდეთ მაგიდაზე- სიღარიბეს იწვევს.



20. თუ სახლში სარკე გატყდა, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ნატეხები გარეცხეთ წყლით და მერე ჩაფალით მიწაში.თუ სახლში ვინმე ავადმყოფობს, ან
ჩხუბობსხოლმე, ან რამე უსიამოვნება მოხდა- სარკე ნაკურთხი წყლით გაწმინდეთ.

image

21. თუ არ გინდათ იცოდეთ რაა სიღარიბე, გაჭირვება და შიმშილი, დანა არასოდეს არ ჩატოვოთ პურში.



22. არასოდეს არ მისცეთ მათხოვარს ის ფული, რომელიც ხურდად დაგიბრუნეს პურის ან მარილის ყიდვისას. ასევე არ უნდა მისცეთ ის ბოლო ხურდა ფული, რომელიც
საფულეში გაქვთ.


23. როცა იყიდით ახალ საფულეს, რაღაც დროით მასში ჩადეთ
ოქროს სამკაული- დიდი ფული შემოგივათ.


24. თუ გსურთ არ იყოთ გაჭირვებაში და ყოველთვის გქონდეთ ფული- არ დაახვიოთ მილისებურად, არ გადათვალოთ ფული ყულაბაში, თუ უკვე დახარჯვას არ აპირებთ და არ დადოთ ის ჩანთა იატაკზე, რომელშიც საფულე გიდევთ.

25. საფულეში ან იმ ადგილზე სადაც ფულს ინახავთ, ჩადეთ პიტნის ფოთოლი და ცოტა დარიჩინი- ფულს იზიდავს.

imageimageimage

4
23876
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
23876
  
2019, 4 თებერვალი, 17:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 7 თებერვალი, 13:40
ეს ყველა უნდა შევასრულოთ თუ ერთიც საკმარისია რო ფულიანი გავხდე. ისე გასათვალისწინებელია
2016, 6 თებერვალი, 22:22
მადლობა
2016, 6 თებერვალი, 22:21
:) გავაზიარე
0 1 4