x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოხუმში “მთავრობის ყოფილი შენობის” აღდგენა იგეგმება

imageსოხუმში 5 თებერვალს “მთავრობის ყოფილი შენობის” აღდგენასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. “აფსნიპრესის”, აფხაზეთის თვითარიარებული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შეხვედრაში ” აფსნირგილარას” გენერალურმა დირექტორმა იგორ კაანბამ, სამშენებლო კომპანია “ЦНИИСК”- ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მელენტიევმა და “პრომვენტელექტროს” გენერალურმა დირექტორმა ლეონიდ კაგანომ მიიღეს მონაწილეობა.


სპეციალისტები აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ეკონომიკის მინისტრის, ადგურ არძინბას მოწვევით იმყოფებოდნენ. “აფსნიპრესის” ცნობით, ალექსანდრ მელენტიევს აფხაზეთში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. იგი პროექტის “მოსკოვის სახლი” ავტორია. მელენტიევი ამჯრად სოხუში “მთავრობის ყოფილი შენობის” აღდგენის საკითხზე კონსულტაციების გასაწევად ჩავიდა. შეხვედრის ფარგლებში შენობის დათვალიერება იგეგმება, რის შემდეგადაც სპეციალისტები მისი რეკონსტრუქციის შესაძლებლობაზე საკუთარ დასკვნას წარმოადგენენ.

0
125
6-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0