x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
როგორ შეიქმნა დედამიწა? მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგები...
ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების თანახმად,

დედამიწის შექმნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები

აღმოაჩინეს.


image



კალიფორნიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველაზე

წამყვან მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. კვლევის თანახმად, დედამიწამ

დღევანდელი ფორმა 4.5 მილიარდი წლის წინ, "Theia"-ს პლანეტასთან

შეჯახების შედეგად მიიღო.


image


მეცნიერებმა უკვე წლების წინ დაადგინეს, რომ დედამიწა დაახლოებით მარსის

სიდიდის პლანეტას, "Theia"-ს დაეჯახა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დედამიწა

100 მილიონი წლის იყო. თუმცა ახალი კვლევების თანახმად, ეს არიყო უბრალოდ

შეჯახება...


image


ეს საინტერესო კვლევა NASA-მ დააფინანსა. მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით,

ორი პლანეტის შეჯახების შედეგად, მიზიდულობის ძალამ დედამიწა და

Theia გააერთიანა.


image


ამავე კვლევების თანახმად, შეჯახების შედეგად, მოწყვეტილი ნაწილაკებისგან

შეიქმნა მთვარეც.


image


მოგახსენებთ, რომ NASA მთვარეზე ატარებს აპოლოს მისიებს, მისიის მიზანია

მთვარედან ჩამოტანილი ქანების და სხვა ნივთიერებების შედარება ჩვენი

პლანეტის ქანებსა და ნივთიერებებზე. შედარებების შედეგად მნიშვნელოვანი

განსხვავებები დღემდე არ აღმოჩენილა, ეს ფაქტი დაადასტურეს კალიფორნიის

უნივერსიტეტის მეცნიერებმაც.



კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მთვარედან ჩამოტანილი კლდეები

შეადარეს ჰავაიდან და არიზონიდან მოპოვებულ ვუკნაურ კლდეებს. ამ შედარების

შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენი პლანეტის და მის თანამგზავრის კლდეებს

შორის ჟანგბადის იზოტოპების არანაირი განსხვავება არ იყო.


image


მეცნიერების წინა თეორიის თანახმად, დედამიწის და Theia-ს შეჯახების შედეგად,

Theia-ს ნაწილი დედამიწას გადაეფანტა, ხოლო ნაწილმა მთვარე შექმნა.


image

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




7
1763
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1763
  
2016, 7 თებერვალი, 20:39
საინტერესოა
2016, 7 თებერვალი, 18:11
Chemi azrit magis pasuxi marto gmertma icis
2016, 7 თებერვალი, 17:29
და ის დედამიწა და ის თეია საიდანღა გაჩდნენ?! სანამ ერთმანეთს შეეჯახებოდნენ?! მაგაზე არაფერია?!
2016, 6 თებერვალი, 18:23
თუ რაიმე სიახლე იქნება აუცილებლად დავდებ, წყაროზე ჯერ-ჯერობით მეტი არ იყო მითითებული, ჩემით ვერაფერს დავამტებდი
2016, 6 თებერვალი, 16:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 6 თებერვალი, 13:22
სპს
2016, 6 თებერვალი, 9:04
საინტერესოა, გავაზიარე
0 1 7