x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134666
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508995
კირა ნაითლი ბისექსუალი ხდება

imageცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირა ნაითლი ითამაშებს ახალ ბიოგრაფიულ დრამაში “Colette”. HanWay Films იზრუნებს ფილმის გაყიდვაზე, რომელიც ზრუნავდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა :“Carol“, “ანომალისა” და “Brooklyn”


ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ფრანგი მწერლის ცხოვრების შესახებ, რომელიც 1873 წელს დაიბადა. ის ცნობილია ისეთი ნოველებით, როგორებიცაა : Gigi, Cheri და Break Of Day. “Carol“-ის მსგავსად, სიუჯეტი ორიენტირებულია ქალბატონზე, რომელიც იბრძვის სექსუალური და სოციალური ტაბუების წინააღმდეგ. ფილმი ფოკუსირებული იქნება მწერლის ქორწინებაზე. მამაკაცი ქალზე 14 წლით უფროსია, რომელიც პარიზში ცნობილ თავისუფალ მოაზროვნედ ითვლებოდა. ყველაფერი რიგზეა მათ ცხოვრებაში მანამ, სანამ მამაკაცი არ აღმოაჩენს, რომ მის მეუღლეს ლტოლვა არა მხოლოდ საპირისპირო სქესისადმი, არამედ ქალებისადმიც აქვს.



1906 წელს ისინი დაშორდებიან და კოლეტი დაიწყებს წერას. 1948 წელს, ცნობილი ფრანგი მწერალი, მსახიობი და ჟურნალისტი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.დამატებითი სიახლე ჯერ არ გვაქვს. ქასთის სხვა წევრების ვინაობა ამჟამად უცნობია. ფილმის გადაღებები კი დაიწყება მაისში, ბუდაპეშტში.

0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0