x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
"ძალიან საეჭვოა, ქართველმა მომვლელმა სცემოს და აწამოს იტალიის ცნობილი რეჟისორი, რომელსაც ლაპარაკიც კი არ შეუძლია..."-ნანა მირიანი

image
ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც ნანა მირიანი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი აღშფოთებულია იმ ინფორმაციით რასაც იტალიის ტელევიზიის ყველა არხი ავრცელებს ქართველი მომვლელის შესახებ:

"ძალიან საეჭვოა, ქართველმა მომვლელმა იასონმა ერთი წლის განმავლობაში, იტალიის ცნობილი რეჟისორი ინვალიდი ფრანჩესკო ნუტი, რომელსაც ლაპარაკიც კი არ შეუძლია, სცემოს, აწამოს და ამ რეჟისორმა არც მნახველს არასოდეს შესჩივლა და არც ნათესაობას. მხოლოდ მაშინ, როცა ერთი კვირით დასვენების დღეები აიღო ქართველმა მომვლელმა, რატომღაც ახალ მომვლელს გამოჩენისთანავე გადასცა წერილი, მიშველეო მცემს და ტერორში ვყავარო. ეს საქმე გამოსაძიებელია! არ არის გამორიცხული, რომ ახალმა მომვლელმა თავის სასარგებლოდ მოაწყო ეს ამბავი. მე არავის არ ვიცავ იმიტომ, რომ ქართველია. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ აქ რაღაცა საეჭვო ამბავია, სიმართლე უნდა გაირკვეს! სხვა თუ არაფერი ხელფასს ხომ უხდიდნენ ამ ქართველს? ესეიგი რეჟოსორს პატრონიც ჰყავდა და მნახველიც. რაღა ამ ლათინო ამერიკელს, ახალ მომვლელს შესჩივლა და არა სხვას? როგორც გადმოსცეს ტელევიზიით, რეჟისორს ფსიქიური პრობლემებიც ჰქონია და ადრე "suicidio", თავის მოკვლაც უცდია. სამწუხაროა, რომ იტალიის ტელევიზია ყოველ არხზე აცხადებს ამ საშინელ და სამარცხვინო ამბავს! ამ დროს ჩვენი თანამემამულე კი შეიძლება, სრულიად უდანაშაულო იყოს! მელი თურმანიძე- დღევანდელ ქრონიკაში წავიკითხე, რომ ამ ამბით ნარნარას მაცხოვრებლები ძალიან გაოცებულები არიან. ისინი ძალიან პოზიტიურად ახასიათებენ ქართველ მომვლელს იასონ შავგულიძეს. ამბობენ რომ ფრანჩესკო და იასონი ძალიან, ძალიან კარგ მეგობრებს გავდნენ. მეზობლების ნათქვამს ადასტურებს ადამიანი, რომელსაც ნუტი დაყავდა სავარჯიშოდ. ის ამბობს, რომ არაფერი შეუმჩნევია არანორმალური და არანაირი დახმარების თხოვნა არ მიუღია ნუტისგან. მე იმედი მაქვს სიმართლეს ფარდა აეხდება და იასონს მთელი საქართველო გვერდში დაუდგება!"image

0
419
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0