x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134649
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508851
ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი მამასთან ერთად ისვენებს (+ფოტოები)

image
მომღერალი ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, ვისზეც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებთ. მომღერალი მოულოდნელად დაქორწინდა. მისი რჩეული რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახლდათ. წყვილს ხშირად აიგივებდნენ ურჩხულთან და მზეთუნახავთან. მათ სიყვარულს ზღაპრული გაგრძელება არ მოჰყოლია. ქორწინებამ მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანა.
ნინი უარყოფდა მეუღლესთან დაშორების ამბავს, თუმცა ირაკლიმ ეს სკანდალური ინფორმაცია ჟურნალის ფურცლებიდან გვამცნო. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. მომღერალმა ყოფილ მეუღლეს ყველაფერი აპატია, ცდილობს ყველაფერს მისი პოზიციიდან შეხედოს. image

წყვილს ერთი ქალიშვილი, ელენე კუტალაძე ჰყავს, რომელიც საკუთარი თაობის წარმომადგენელთა შორის ყველაზე პოპულარული ბავშვია. ირაკლი ყურადღებიანი მამა გამოდგა, შეძლებისდაგვრად ცდილობს დრო ქალიშვილთან ერთად გაატაროს. პატარა ელენე მამასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ხშირად დუბაიში ისვენებს. "მე და ირაკლი არ ვმეგობრობთ, თუმცა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს შვილის გამო. ძალიან კარგი მამაა. მიხარია, რომ ელენეს ასეთი მამა ჰყავს. მეგობრობენ"-განაცხადა ნინიმ. ელენე ახალ წელს დედასთან ერთად შეხვდა და მისი თოვლის ბაბუაც ნინი გახლდათ. მომღერლმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირაკლი იანვრის მერე ნახევარში საქართველოში ჩამოსვლასა და ელენესთან ერთად დასვენებას გეგმავდა. ასეც მოხდა, უკვე რამდენიმე დღეა ირაკლი საქართველოშია. მამა-შვილი ბაკურიანში ისვენებს, ერთად სრიალებენ ციგით, სეირნობენ ცხენით და სახალისო ფოტოებსაც ავრცელებენ. როგორც ჩანს, ირაკლი ქალიშვილს ძალიან ანებივრებს და მის ყველა სურვილს ასრულებს. imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage















0
770
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0