x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134663
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508865
გარდაიცვალა ჯგუფ Rainbow-ს ექს-ბასისტი ჯიმი ბეინი
image


24 იანვარს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა შოტლანდიელი როკ-მუსიკოსი ჯიმი ბეინი.სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით არ ხმაურდება.


2012 წელს ჯიმი ბეინი გაეხვა სკანდალში, როდესაც იგი პოლიციამ ბარბანკეში(შტატი კალიფორნია)დააკავა ავტომობილის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვის დროს.


2013 წლიდან ჯიმი ბეინი ჯგუფ "LAST IN LINE"-ში გამოდიოდა თავის მეგობრებთან ვივიენ კემბელთან და ვინი ეპისთან ერთად.20 იანვარს ჯგუფმა კონცერტი გამართა მაიამიში(ფლორიდა), ხოლო ამჟამად ჯგუფ DEF LEPPARD-თან ერთად მოგზაურობდა კრუიზში «Hysteria On The High Seas».



ჯიმი ბეინს უკან დარჩა მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა, უპირველეს ყოვლისა იგი უკრავდა ჯგუფ Rainbow -ში, შემდეგ იყო Thin Lizzy, Gary Moore, Wild Horses, მერე კი ძველი მეგობარ DIO-სთან ერთად, სადაც მის 7 სტუდიურ ალბომის ჩაწერაში მიიღო მომაწილეობა, მათ შორის "Holy Diver"–ში (1983) და "Killing The Dragon» (2002).


19 თებერვალს ჯგუფი უნდა გამოსულიყო "Frontiers Music Srl."-ის ფესტივალზე.


ჯგუფ Rainbow-ში ჯიმი ბეინი 1975-77 წლებში გამოდიდოდა, მონაწილეობდა სამი ალბომის ჩაწერაში:"Rising" (1976)"Live in Germany"(1976, -ჩანაწერი გამოიცა 1990წელს) და"On Stage" (1977)ეს უკანასკნელი ჩანაწერი შეყვანილია ყველა დროის 50 საუკეთესო ცოცხალ ალბომთა სიაში.






1
49
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
49
  
2016, 25 იანვარი, 15:28
რა ხდება, წელი რა ცუდად დაიწყო, ეს უკვე მერამდენეა წელს...
0 1 1