x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508656
ნიკა გვარამიას სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა-ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა „აბესალომ და ეთერი"
image
ნიკა გვარამიას პოსტს, რომელშიც იგი ოპერა"აბესალომს და ეთერს" აკრიტიკებს, დიდი გამოხმაურება მოყვა.

აი, რას წერდა ნიკა გვარამია:

"ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე."

სოციალური ქსელის მომხმარებლების აზრი ორად გაიყო, ზოგი ნიკას უჭერდა მხარს, ზოგი კი მის წინააღმდეგ განეწყო.


პროფესორი ნოდარ ლადარია:

" და ევრორემონტი რომ ჩავუტაროთ "აბესალომ და ეთერს"?

მოკლედ ასე: ცუდია თუ კარგია "აბესალომ და ეთერი" ან "დაისი" იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად იმას, რომ ამ კულტურამ საქართველოში ვერ პოვა განვითარება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ნაბიჯები საუკეთესო აღმოჩნდა.
გარდა ამისა, საინტერესოა, რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფალიაშვილის ოპერებს პირველი ქართული რესპუბლიკის ისტორიულ კონტექსტში... ეს საკითხი კარგად არ არის გამოკვლეული."

დავით საყვარელიძე- "ძალიან საინტერესო თემა წამოწიე! მე შემიძლია ავხსნა თუ რატომ არის მნიშვნელივანი ეს ოპერა. ცოტა ბევრის წერა მომიწვს. ამ ფორმატში ვერ მოვახერხებ. ისე ძალიან მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი. ამიტომ ერთ საღამოს სადმე დაგპატიჟებთ!"

ირაკლი ჩოლოყაშვილი-"აბესალომ და ეთრი შედევრია თავისი ქართული ჰარმონიით და კლასიკური, ევროპული ჟღერადობით..."

ამ დაპირისპირების გამო ნიკა გვარამიამ კიდევ რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა:

"ხალხი, რომელიც ვერ იტანს მუსიკის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო რომ ის ქართულია, არის შავრაზმელი და არაფრით არ განსხვავდება ეკლესიას თუ ცრუ პატრიოტიზმს მიკედლებული შავრაზმელებისგან. ასეთი სექტანტები საშიშნი არიან, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა და ვერაფრით, ხაზს ვუსვამ, ვერაფრით ვერ იქნებიან გულწრფელი პროევროატლანტისტები.
p.s. სრულიად დარწმუნებული ვარ თან, გაწიწმატებულთა უმრავლესობას მოსმენილიც არ აქვს აბესალომი. ისე, იცავს, ქართულია და სკოლაში ასწავლეს, რომ დიადი..."

"აბესალომის გამო ჩემთან, მათ შორის, იმ ხალხის დაპირისპირება, რომლებიც დეკლარირებული ევროატლანტისტები არიან, კიდევ ერთხელ აშიშვლებს ჩვენს მთავარ ეროვნულ პრობლემას - ღრმად პროვინციულ ეთნოცენტრიზმს.
განათლების სისტემაა ამაში დამნაშავე. სისტემა, რომელიც არ ეფუძნება კრიტიკული ანალიზის მეთოდს, მით უფრო, ეროვნული მითოლოგიის სფეროში, ისტორია იქნება ეს თუ კულტურა. ყველა მეფე განუმეორებელია, ყველა მწერალი და კომპოზიტორი - დიადი. ესაა სუფთად რუსული პარადიგმა და არაფერია მასში ევროპული. ეს სისტემა შობს სწორედ მავნებელ სტერეოტიპებს და ისვეა ჩვენი პროვინციალიზმის პირველწყარო.
მეორე საკითხია კიდევ ის, რომ რაღაც ჯგუფები გაჩნდა, რომლებიც, ეროვნული სინდისის პოლიციის ფუნქციას ითავსებენ და, სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკური მიზნების მოტივირებით, აგრესიულად ურჩევენ საქმეს დუმბაძის გამო და მე აბესალომის გამო. პირად თავისუფლებაზე უფრო დიდი მიზნები არ არსებობს. სწორედ პირად თავისუფლებაზე გადის ყველა დიდი მიზნის მიღწევის გზა. კოლექტიური ფსიქოზის გზით ჰიტლერი აირჩიეს."

0
250
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0