x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134581
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ექსპრესიონიზმი,ედვარდ მუნკი

image ექსპრესიონიზმი – წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში და თითქმის ყველა დარგში განვითარდა.ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, იგი მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში გამოიწვიოს ემოციური რეაქცია. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ძირითადად ეს მიმდინარეობა ჩრდილოეთ ევროპაში გერმანიაში ჩამოყალიბდა.ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები.
აი, რას ამბობდა მხატვარი ჟორჟ რუო; "ფერწერა ჩემთვის საშუალებაა იმისათვის, რომ დავივიწყო ცხოვრება, ეს არის ყვირილი ღამეში, შეკავებული ტირილი, ჩუმი ღიმილი. მე უხმო მეგობარი ვარ მათი, ვინც უხმოდ იტანჯება."ისინი "უტყუარ რეალობად" მხოლოდ მხატვრის ინდივიდუალურ შინაგან სამყაროს მიიჩნევდნენ და ტილოზე რეალური გამოსახულებისა და გარემოს ასახვის ნაცვლად ადამიანსა თუ სამყაროში
მიმდინარე მოვლენების მიმართ მხატვრის სუბიექტური დამოკიდებულების ასახვას ისახავდნენ მიზნად. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან მხატვრები: ედვარდ მუნკი, ერნსტ კირხნერი, ეგონ შილე, ფრენსის ბეკონი და სხვ.
ედვარდ მუნკი ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ევროპის ექსპრესიონიზმზე, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ‘’კივილი’’, ’’ავადმყოფი ბავშვი“, ‘’მადონა“, ‘’ვამპირი“.მუნკი აღიზარდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. მამამისი, ქრისტიან მუნკი- ისტორიკოს პეტერ ანდრეას მუნკის ძმა- იყო ღრმად მორწმუნე სამხედრო ექიმი მოკრძალებული შემოსავლით."კივილი", ესაა მსგავსი ნახატების სერია, თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება“ ერქვა(შექმნილი 1893 და 1910 წლებში). ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე, რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა.ორი მათგანი შესრულებულია პასტელებით (1893 და 1895) ხოლო დანარჩენი ზეთის საღებავებში (1893 და 1910). საშინელებით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც გამოსახულია ამ სურათზე, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ხასიათი მთელს ხელოვნებაში. კერძო კოლექციაში შემორჩენილია ნახატის მხოლოდ ერთი ვარიანტი (1895) პასტელებით შესრულებული ვერსია, რომელიც გაიყიდა 2012 წლის 2 მარტს, აუქცონზე 119, 9 მილიონ დოლარად, რის გამოც დაიკავა ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ექსპონატის სტატუსი, იმ ნამუშევრებს შორის, რომლებიც გაყიდულა ღია აუქციონზე.ჩემი აზრით ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია ხელოვნების ისტორიაში, ნახატის შემხედვარე გეუფლება, რამოდენიმე გრძნობა ერთად, აღელვება, შიში, სასოწარკვეთილობა შესაძლოა იმედგაცრუებაც და ა.ე.ერთ- ერთი თეორიის თანახმად, უკანა ფონად აალებული ცის გამოსახვა დაკავშირებულია 1883 წელს მძლავრი ვულკანის კრაკატოს აფეთქებასთან.ვულკანის აფეთქება იმდენად ძლიერია ყოფილა, რომ შტატების ცის უმეტესი ნაწილი წითლად იყო დიდ ხანხს.კივილში გამოსახულ ემოციებს უკავშიებენ ადამიანის დეპრესიულ მდგომარეობას, როდესაც შენი სულიერი სამყარო ნადგურდება.ეს სურათი დიდი ხანია
აოცებს მნახველს და კიდევ დიდი ხანი დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ხელოვნებაში.

0
220
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადი კოვალენკო
ლადი კოვალენკო
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0