x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
დანგრეული ურთიერთობა, თუ სასიყვარულო სამკუთხედი? გიგი უგულავა ცოლს დაშორდა
image
ქალაქ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ცოლს გაშორდა. "მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა- მოთქმა.

მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.

ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს"-წერს გიგი სოციალურ ქსელში.

მომხდარ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. გავცელებული ჭორების თანახმად ლელას გუკა რჩეულიშვილთან აქვს რომანი. მსგავსი ინფორმაცია ზუსტად ერთი წლის წინაც გავრცელდა. მაშინ ლელამ შემდეგი განცხადება გააკეთა: "მსურს გამოვეხმაურო ჭორს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მეუღლეს გავშორდი და გუკა რჩეულიშვილზე ვიქორწინე.ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი. საინფორმაციო სააგენტოებს ვთხოვ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას. მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს 5 მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში მათ აყენებს ტრავმას.


წინასწარ გიხდით დიდ მადლობას."

გუკა რჩეულიშვილი დაქორწინებული გახლავთ ნუცა კუხიანიძეზე.

რა მოხდა სინამდვილეში, სახეზეა სასიყვარულო სამკუთხედი, თუ უბრალოდ გაცივებული ურთიერთობა ჯერ უცნობია.image


1
1576
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1576
  
2016, 16 იანვარი, 22:56
აწი რა დამაძინებს...ეს რა გავიგე
0 1 1