x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134577
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მომავლის ვარსკვლავი...
ცეკვა არის ტანის რიტმული მოძრაობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის, განსაკუთრებით სამეჯლისო ცეკვები.

სამეჯლისო ცეკვების ისტორია საკმაოდ შორი პერიოდიდან იღებს სათავეს, ვითარდებოდა და იხვეწებოდა დროთა განმავლობაში. მოითხოვს განსაკუთრებულ

ფიზიკურ მომზადებას.

სამეჯლისო და სპორტული ცეკვები შედგება 10 ძირითადი ცეკვისგან და იყოფა 2


კატეგორიად: ლათინო-ამერიკული (სამბა, რუმბა, ჩა-ჩა-ჩა, პასადობლი, ჯაივი) და ევროპულ (ნელი ვალსი, ტანგო, ვალსი, ფოქსტროტი, კვიქსტეპი) ცეკვებად.

საქართველოში სპორტული ცეკვა 1960 წლიდან დაინერგა და 1986 წლიდან უკვე არსებოდა სამეჯლისო ცეკვების რესპუბლიკური გაერთიანება.

დღესდღეობით ძალიან აქტუალურია სამეჯლისო და სპორტული ცეკვები,

ამის პოპულარიზაციას შეიძლება ითქვას პროექტმაც "ცეკვავენ ვარსკვლავები" შეუწყო ხელი. არსებობს ძალიან ბევრი სტუდია, სადაც შესაძლებელია ცეკვების სრულფასოვნად დაუფლება და შესაძლოა გახდე კიდეც პროფესიონალი მოცეკვავე, ასევე არსებობს სამოყვარულო ჯგუფები. გამოვყოფ საქართველოში არსებულ სტუდიას "არტ დენსი", რომელზეც დაწერა ერთმა უმშვენიერესმა გოგონამ შთამაგონა:

image



რეზი ბერიკაშვილი

და



ნინუცა ფრუიძე



(რეზი ბერიკაშვილი უკვე 132-ე

საჯარო სკოლაში მრავალი წელია

წარმატებული ქორეოგრაფია, ნინუცა

შესანიშნავ პარტნიორობას უწევს)











სტუდია "არტ-დენსი" ჩამოყალიბდა 2001-2002 წელს. ამ პერიოდში სტუდია აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო

კონკურსებსა და ფესტივალებში . 2010 წელს სტუდია დაჯილდოვდა სპორტის

სამინისტროს მიერ როგორც ყველაზე პროგრესული სტუდია. დღესაც ცეკვავენ სტუდიაში საქართველოს ჩემპიონები სხვადასხვა კატოგორიებში.



image
ლევან ახვლედიანი
ლელა ბაზალი





ლევან ახვლედიანის

ხელმძღვანელობით შეიქმნა სტუდია,

მონაწილეობდა პროექტში "ცეკვავენ

ვარკვლავები" სხვადასხვა სეზონზე.

ლევანი იყო მსახიობ ეკა ნიჟარაძის, სპორტსმენი ნანა ნებიერიძისა

და მომღერალ მარიამ

როინიშვილის მეწყვილე.














imageimage


image









image








































სამბა - აფრიკული ცეკვების შერწყმაა,

რომელიც კონგოსა და ანგოლას ზანგებმა შეიტანეს ბრაზილიაში.

ძალიან პოპულარული ცეკვაა რითმული და ადვილად აღქმადი, მაგრამ შესასრულებლად ძალიან რთული.

დახვეწილ ბრაზილიურ ცეკვას ეძღვნება

სამ დღიანი დღესასწაულები ბრაზილიაში.










რუმბა არის ცეკვა, რომელიც აფრიკულმა

ზანგებმა შიტანეს კუბაში და

image მისი ორიგინალური თარგმანია

" სულის გზა".

ბევრს იზიდავს რუმბას შესანიშნავი

მუსიკა და რითმი.




ცეკვა ჩა-ჩა-ჩა შეიქმნა 1952 წელს.

არტურ და კატრინ მურეიებმა გახსნეს

ამეიკაში საცეკვაო სტუდია,

მოცეკვეავეები ანვითარებდნენ

საშემსრულებლო დონეს და ითხოვდნენ

მეტს.მათი მოთხოვნილებების პასუხად

გაჩნდა ცეკვა ჩა-ჩა-ჩა.












პასადობლის წარმოშობა

დაკავშირებულია ესპანურ

დღესასწაულებთან. ამ დროს

იმართებოდა ბრძოლები- კორიდები.

ამ დროს მამაკაცი ასრულებს

ტორეადორის როლს, ხოლო ქალი

ლაბადის როლს. პასადობლის

თარგმანია -"ორი ნაბიჯი".




ჯაივი გამოჩნდა მეცხრე

საუკუნეში, ზოგი თვლის რომ ეს არის

ზანგების, ხოლო ზოგი კი ინდიელი

მეომრების ცეკვად მიიჩნევს. თარგმანით

ნიშნავს "უგულვებელყოფილ ადამიანს".

ცეკვა 1880 წლიდან გახდა საკონკურსო.

მართალია ამ მიმართულებით კონკურენტული გარემოა,

მაგრამ საქართველოში ბევრი პერსპექტიული ახახალგაზრდაა, რომლებიც

საერთაშორისო აღიარებას მოგვიპოვებენ მომავალში.


2
241
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
241
  
2016, 15 იანვარი, 22:44
საინტერესო და კარგი სტატიაა, ნიჭიერი გოგო ხარ თეონა. დიდი მადლობა.....
0 1 2