x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
14 იანვარი - ქართული თეატრის დღე
ქართული თეატრის დღე 14 იანვარია. ქართული თეატრის ისტორია უძველესი

დროიდან იღებს სათავეს. უძველესი რიტუალებიც კი თეატრალური ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა.


კოლხეთის სამეფოში დღევანდელი ქუთაისის

მახლობლად იყო არენა, სადაც იმართებოდა


თეატრალიზებული სანახაობები.


ქართულმა თეატრმა განვითარების ძალიან ვრცელი, მრავალფეროვანი გზა გაიარა.

ნოვატორული ძიებების, სხვადასხა თეატრალურ - ესთეტიკური მიმართულებების

დამკვიდრების რთული გზის შემდეგ ქართული სასცენო ხელოვნება არის მაღალი

შემოქმედებითი ხარისხის და სარგებლობს საერთაშორისო ავტორიტეტით.


image



ასე გამოიყურებოდა სათავადაზნაურო თეატრი, რომელიც გადაკეთებული სასახლის ნაწილია. იდგა ძველი სასახლის ქუჩაზე სადაც დღეს მეტრო სადგურია.









image

image



























დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური,

პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები.

დღევანდელი დღის 14 იანვრის ისტორიას საფუძველი ჩაეყარა 1853 წლიდან,

როცა თბილისში პირველი სპექტაკლი დაიდგა - "გაყრა". ეს იყო იმ დროისთვის

ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. პირველი სპექტაკლი დაიდგა

მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, პიესის ავტორი, რეჟისორი და ერთ-ერთი (სომეხი ვაჭრის) როლის შემსრულებელიც თავად გიორგი ერისთავი იყო.

ეროვნული თეატრის აღორძინება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართველი

ხალხის ცხოვრებაში. თეატრალურ დასს ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა.



გავა დრო, შეიცვლება ინტერესები, შეხედულებები მაგრამ თეატრი

ყოველთვის დარჩება საზოგადოების განუყოფელ ნაწილად. თეატრი ერთდროულად მოქმედებს ყველა გრძნობაზე: სმენაზე, მხედველობაზე, აღქმის ყველა საშუალებაზე და დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე.

დღევანდელი ქართული თეატრი სხვადასხვა სახის პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ

საქართველოს ჰყავს ბევრი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი მსახიობი, რეჟისორი, სცენოგრაფი, დრამატურგი. დიდი ძალა და პოტენციალია ახალგაზრდა თაობაში.




0
163
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0