x
ვაჟა-ფშაველა


imageვაჟა-ფშაველას სამშობლო-კუთხე ფშავი მდინარე არაგვის აუზში მდებარეობს.არც ერთი მკვლევარ-მეცნიერი ისე ღრმად არაა შეჭრილი ფშავის ყოფითსა და სულიერი ცხოვრების სიღრმეში, როგორც ვაჟა.

1862 წლის 15 მაისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი.მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ:გიორგი, მართა, ნიკო, თედო და ალექსანდრე.დედამ გულქანმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს უყვებოდა, ხოლო მამა-პავლე მღვდელი იყო, სწორედ მან ჩაუნერგა წიგნის სიყვარული.

რვა წლის ლუკა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ მდიდარ სულიერ საზრდოს ნაჩვევი ბავშვისთვის გონების ბორკილად იქცა სწავლის უვარგისი სისტემა.

განსაკუთრებით უჭირდა რუსული ენის სწავლა, რის გამოც ვერ განაგრძო თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლა.თბიილისში ვაჟა თავისი ინტერესებით ცხოვრობდა:ჭიდაობდა, კამათობდა, კითხულობდა.ამ დროიდან იწყებს ლექსების წერასაც.


1879 წელს იგი გორის საოსტატო სემინარიაში შედის და მონდომებით ეკიდება სწავლას.ამ დროს გამოკვეთა თავისი საქმიანობის ნამდვილი არსი-საზოგადო მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება.თავიდან ინტერესდება პოლოტიკით, თუმცა შემდეგ მის ადგილსაც ბოლომდე ლიტერატურა იკავებს.

1883 წელს მიდის პეტერბურგში.თავისუფალ მსმენელად შედის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მატერიალური გაჭირვების გამო 1884 წელს წიგნებით, ლექციების ჩანაწერებით და "სტუდენტთა კასის" ვალით (დაბრუნებისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა) ჩარგალში ბრუნდება.

ამის შემდეგ ამილახვრის ოჯახში ერთხანს კერძო რეპეტიტორია, შემდეგ 1886 წლიდან სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას, თუმცა იგი ვერ ეგუება უსამართლობას, მამასახლისსა და მის დამქაშებს და 1887 წელს მას ათავისუფლებენ მასწავლებლობიდან.

1886 წელს ვაჟამ ამილახვრის ოჯახში აღზრდილ, იმ დროს დაქვრივებულ ეკატერინე ნებიერიძეზე დაქორწინდა.1840 წელს მას მშობლები გარდაეცვალა, რის შემდეგაც ვაჟა საბოლოოდ მკვიდრდება ჩარგალში.ამ დროიდან მოყოლებული ბევრს მუშაობს ფიზიკურად1892 წესლ ციმბირის წყლული შეეყარა და მარჯვენა თვალი დაუზიანდა.

1902 წელს კვლავ დიდი უბედურება დაატყდა თავს 36 წლის ასაკში მოულოდნელად მეუღლე გარდაეცვალა.ერთო ორად დაუმძიმდა ვაჟას ცხოვრების ტვირთი.

1904 წელს ითხოვა მეორე ცოლი, ნინო დიდებაშვილი.შეეძინა მეხუთე შვილი, ოჯახის სარჩენად იგი ხნავს, თესავს, მკის, თიბავს ასევე ჩართულაი საზოგადოებრივ საქმიანობაშიც, მჟავე წყალთან დაკავშირებით დავა აქვს, რომელიც სოფლის სასიკეთოდ გადაწყდება.

ვაჟას დაძაბული და მძაფრი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა, ესეც აღიზიანებდა, არადა შთაგონება, რომ ეწვეოდა, ოჯახის სამუშაოს ტოვებდა და თავისი დიდი მოწოდების შესასრულებლად წადიოდა.

რედაქციები აწვალებდნენ, არ უბეჭდავდნენ ნაწარმოებებს, ამიტომ ძალიან უჭირდა.ფიზიკურად ბევრმა შრომამ გასტეხა.ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა.ავადმყოფობის გამო აკაკი წერეთლის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო.

1915 წლის ავადმყოფობა ხანგრძლივი გამოდგა, თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ.ლიოტერატურული საღამოც გაუმართეს, მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით-"ქართული პოეზიის არწივს".

27 ივლისს თითქოს პოეტი კარგად იყო, მაგრამ საღამოს ცუდად გახდა და გარდაიცვალა კიდეც.

დაასვენეს დიდუბის პანთეონში, ხოლო 1935 წელს მთაწმინდაზე გადასვენეს.


0
641
1-ს მოსწონს
ავტორი:ირა ძირკვაძე
ირა ძირკვაძე
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0