x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134700
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509010
გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი მიშელ გალაბრიუ
image4 იანვარს პარიზში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი მიშელ გალაბრიუ.


მიშელ გალაბრიუ დაიბადა 1922 წლის 27 ოქტომბერს მაროკოში ფრანგი ინჟინრის ოჯახში.ბავშვობიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე.მისი დებიუტი 1950 წელს შედგა ლეგენდარულ თეატრში " კომედი ფრანცი".მხოლოდ 10 წლის შემდეგ მიიწვიეს გალაბრიუ კინოში.


თავის ხანგრძლივი კარიერის მანძილზე გალაბრიუმ 250 მეტ ფილმში ითამაშა.თუმცა მსოფლიო პოპულარობა მას კომედიურმა როლებმა მოუტანა. მრავალ ფილმში მისი პარტნიორი ლუი-დე ფიუნესის იყო.


თუმცა მისი ტალანტი სხვა ჟანრის ფილმებშიდაც გამომჟღავნდა.მას იწვევდნენ როლებზე ისეთი ცნობილი ფრანგი რეჟისორები, როგორებიც არიან ბერტნარ ბლიე, ჟან-ლიუკ გოდარი, კოსტა-გავრასი და სხვები.



მან ითამაშა საკულტო ფილმში "Subway", ხოლო კრიმინალურ დრამაში "მოსამართლე და მკვლელი" სერიული მკვლელის როლის შესრულებისთვის საფრანგეთის მთავარი კინოპრემია "სეზარი" გადაეცა.

imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "ჟანდარმი სენ- ტროპედან"(1964წელი)


imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "თამაში ოთხი ხელით"(1980წელი)

0
275
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0