x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134699
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509008
ჟერარ დეპარდიე სტალინის როლს განასახიერებს
imageფრანგი მსახიობი სტალინის როლს ითამაშებს ფანი არდანის ახალ ფილმში.


რუსეთის მოქალაქე, ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე განასახიერებს სტალინის როლს ფანი არდანის ფილმში, რომლის სამუშაო სახელწოდებაა "სტალინის დივანი".


ფილმის ეკრანიზება 2013 წელს გამოსული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით მოხდება, რომლის ავტორიც გახლავთ პოპულარული ფრანგი მწერალი ჟან-დანიელ ბალტასა.


ფილმს გადაიღებს ფრანგულ-პორტუგალიური კომპანია "Leopardo Filmes"-ი, ხოლო "Мосфильм"-ი პასუხისმგებელი იქნება კოსტუმებზე და რეკვიზიტებზე.



ფილმის სიუჟეტში აღწერილია 50-იან წლებში საბჭოთა კავშირში მომხდარი ფაქტი.ახალგაზრდა მხატვარს დანილოვს დაავალებენ შექმნას ბელადი მონუმენტი სახელწოდებით "ხალხის მამა", თუმცა მანამდე მხატვარს დაიბარებენ ბელადის საიდუმლო რეზიდენციაში სადაც მას სუკი დაკითხვას მოუწყობს.

imageფანი არდანს კინომოყვარულები ძირითადად როგორც მსახიობს ისე იცნობენ, მას 60-ზე მეტ ფილმში აქვს როლები ნათამაშები, თუმცა განსაკუთრებით დიდი წარმატება მოიპოვა ფილმით "მეზობელი"-1981 წელი, (ჟერარ დეპარდიესთან ერთად), რისთვისაც ნომინირებული იყო კინოპრემია "სეზარზე".2003 წელს ფანი არდანს მარია კალასის როლის შესრულებისთვის ფილმში "მუდამ კალასი"მოსკოვის XXV საერთაშორისო კინოფესტივალზე სტანისლავსკის სახელობის პრიზი გადაეცა.

2008 წელს არდანის, როგორც კინორეჟისორის დებიუტი შედგა ფილმში "ფერფლი და სისხლი"

image

0
180
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0