x
image
თეონა გორდეზიანი
სრულიად ინოვაციური - ახალი საეთერო ბადე "პალიტრა ნიუსი"
image




ტელეკომპანია "პალიტრა ნიუსი"

არის ფაქტებზე ორიენტირებული ტელევიზია,

რომელიც 30 ნოემბრიდან ახალ საეთერო ბადეს


გვთავაზობს. ტელევიზია "პალიტრა მედიის" 20 წლიანი წარმატებული ისტორიის გაგრძელებაა.

ეს არის სრულიად ინოვაციური ფორმატი

მაუწყებელი, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის.

არხი საზოგადოებას ქართული სინამდვილისთვის სრულიად ინოვაციურ საეთერო

ბადეს სთავაზობს. მისი ძირითადი მიზანი ჰოლდინგში არსებული მრავალფეროვანი ინფორმაციის თავმოყრა და ვიზუალიზაციაა.

ტელეკომპანია ორიენტირებულია მოქალაქეებს მიუკერძოებელი და შეფასებისგან

თავისუფალი ინფორმაცია მიაწოდოს. ახალი ამბების ტელევიზია მუდმივად

განახლებად რეჟიმში აწვდის მაყურებელს ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სპორტის სფეროდან.

ეს არის ტელევიზია ადამიანებისთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია, 24 საათის განმავლობაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია სიახლეების

გაცნობა.

ახალი საეთერო ბადე სხვადასხვა ინტერესის მქონე მაყურებელს დააკმაყოფილებს. აქ

არის ახალი ამბები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტის სფეროდან.

სიახლეები ტექნოლოგიების შესახებ, ბლიცინტერვიუები, მუსიკალური კალენდარი, მუსიკა, პრესის მიმოხილვა ...

მრავალფეროვნება, საინტერესო ვიზუალი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში

ინფორმირებულობა, მაღალი ხარისხი, ობიექტურობა... ეს ის მიზეზებია, რითიც ჩემი ინტერესი გამოიწვია და დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში უფრო მეტად მოექცევა

საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ადამიანებისთვის, ვისთვისაც დრო და

ინფორმაცია (თუნდაც ერთ-ერთი) ძალიან მნიშვნელოვანია.

0
163
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0