x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134683
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
გარდაიცვალა Motorhead -ის ლიდერი და დამფუძნებელი ლემი
image70 წლის ასაკში გარდაიცვალა როკ-ჯგუფ Motorhead-ის დამფუძნებელი, ლიდერი და ბასისტი იან ფრეიზერ კილმისტერი, უფრო ცნობილი როგორც ლემი.


"დღეს გარდაიცვალა ჩვენი ყოვლისშემძლე და კეთილშობილი მეგობარი ლემი, აგრესიული ფორმის კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ"-ნათქვამია ჯგუფის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.



ლემის გარდაცვალებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ჯგუფ Black Sabbath -ის სოლისტი ოზი ოსბორნი:"დღეს დავკარგე საუკეთესო მეგობარი ლენი..ის იყო მებრძოლი და ლეგენდა".

image




ბრიტანული ჯგუფი Motorhead-ი შეიქმნა 1975 წელს იან ფრეიზერ კილმისტერის მიერ.ჯგუფს დიდი წვლილ მიუძღვის ჰარდ-როკის და ჰევი -მეტალის განვითარებაში.მთლიანობაში ჯგუფმა ჩაწერა 20 ალბომი, მათგან ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად 80-იან წლებში, როდესაც ალბომებმა "Ace of Spades"-მა და "No Sleep ’til Hammersmith"-მა ოქროს სერთიფიკატი მიიღეს მშობლიურ ბრიტანეთში.


ამერიკულმა მუსიკალურმა ტელევიზიამ VH1-მა ჯგუფის სიმღერა "Ace of Spades" -ის ყველა დროის 100 საუკეთესო ჰარდ-როკ სიმღერის ტოპ-10-ში შეიყვანა.

0
97
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0