x
იაპონიის ტრაგედია

image 1896 წელს ფრანგი ფიზიკოსის ანრი ბეკერლის მიერ აღმოჩენილი იქნა რადიოაქტიური გამოსხივების მოვლენა. მან საფუძველი დაუდო ატომური ენერგიის გამოყენებას და შესწავლას. მოგვიანებით მსოფლიომ ეს მოვლენა სხვადასხვა სფეროში გამოიყენა, ამ აღმოჩენის შედეგად მსოფლიომ გამოიგონა ახალი მასობრივი განადგურების იარღი "ბირთვული ბომბი", რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამოიყენა ამერიკის შერთებულმა შტატებმა იაპონიის წინააღმდეგ. 1945 წლის 6 აგვისტოს ისტორიაში პირველად ატომური ბომბის საბრძოლო მოქმედებისთვის გამოყენება მოხდა ქალაქ ჰიროსიმაში. ბომბის სახელი იყო "პატარა ბავშვი"(Little Boy)Little Boy აფეთქების შედეგად მიწის ზედაპირზე ტემპერატურა 4000 გრადუსი გახდა, ცეცხლის ალი და რადიაცია, რომელიც შეკუმშული ჰაერის ფეთქებად, მომაკვდინებელ ტალღას ქმნიდა, მომენტალურად გავრცელდა ყველა მიმართულებით. რამდენიმე წამში 400 წლიანი ქალაქი ფერფლად იქცა. ადამიანები, ცხოველები, მცენარეები განადგურდნენ. ასფჰალტი გადნა. შენობები დაინგრა, ზოგი მათგანი აფეთქების ტალღამ გადააგდო. ეპიცენტრიდან ძალიან შორსაც კი მაღალი ტემპერატურის გამო ქვებმა და ფოლადმა დნობა დაიწყო. გაეროს მონაცემებით ჰიროსიმაში აფეთქების შედეგად 140 000 ადამიანი დაიღუპა. ახალმა იარაღმა ქალაქისგან მხოლოდ მოგონებები და ნანგრევების ნაწილი დატოვა.
imageimageimageimage

იმავე წლის 9 აგვისტოს ქალაქ ნაგასაკიში ჩამოაგდეს მეორე ბომბი სახელად "მსუქანი კაცი" (Fat Man). ნაგასაკიში იყვნენ ადამიანები რომლებიც ჰიროსიმადან გამოიქცნენ და ნაგასაკიში ხელმეორედ განიცადეს ატომური დაბომბვის საშინელება. დაიღუპა 75 000 ადამიანი, ხოლო ის ვინც ამ ტრაგედიას გადაურჩა, დღესაც გრძნობს საკუთარ თავზე ბირთვული აფეთქების შედეგებს. Fat  Man

ნაგასაკის ნანგრევები
imageimageimageimage


დაბომბვისას ნავარაუდევი იყო, რომ მოსახლეობა თავშესაფარს მიაშურებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგანაც არ იქნა გამოცხადებული საგანგაშო შეტყობინება. ეპიცენტრის ახლოს საშველად მოსულმა ადამიანებმა ჯერ არ იცოდნენნ, რომ რადიაციული დაბინძურების ზონაში შედიოდნენ და შედეგად მძიმე დაავადება ელოდათ. ბირთვული აფეთქების შედეგები ძალზედ მძიმე აღმოჩნდა, მასობრივი განადგურების ახალი იარაღი მზად აღმოჩნდა საბრძოლო გამოყენებისთვის, ამას ადასტურებს განადგურებული ქალაქები, დაღუპული მოსახლება და დასახიჩრებული ადამიანები. ბირთვული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას იაპონელები ქაღალდის წეროებს უძღვნიან. ეს ტრადიცია აგებულია ბირთვული ტრაგედიის მსხვერპლი ერთ-ერთი გოგონას სადაკო სასაკის ცხოვრებიდან.
საქმე იმაშია, რომ იაპონური ლეგენდის მიხედვით, ადამიანი, რომელიც 1000 ცალ წეროს გააკეთებს, წარმატებას და ბედნიერებას მოიპოვებს. ჰიროსიმაში 1943 წელს დაბადებული სადაკო სასაკი საავადმყოფოში მკურნალობდა. სიკვდილის წინ მან გამოჯარმთელების იმედით, ქაღალდისგან წეროების ფიგურების კეთება დაიწყო. გოგონა 1955 წელს გარდაიცვალა. მან მხოლოდ 644 წეროს გაკეთება მოასწრო.... ჰიროსიმაში მშვიდობის სკვერში მისი პატივსაცემი მონუმენტი დგას და სწორედ აქ მიაქვთ იაპონელებს ქაღალდის წეროები image




0
276
შეფასება არ არის
ავტორი:ტედ ტედ
ტედ ტედ
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0