x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134699
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509017
ავთანდილს ბარბარობა დღეს უცნაური რამ მოპარეს - ორიგინალური ქურდობა თბილისში!

imageყველასათვის კარგად ცნობილ დიზაინერს, ავთანდილ ცქვიტინიძეს ბარბარობა დღეს საკმაოდ ორიგინალური ძარცვა დაებედა. საკვირველია, მაგრამ მას არც მეტი არც ნაკლები, ინგლისური ასოები მოპარეს... ყველაფერი კი ასე მოხდა: დღეს, მაღაზიაში მისულს, შესასვლელთან, მაღაზიის დასახელების ინგლისური ვერსია ბოლომდე არ დახვდა. როგორც ჩანს, ქურდი მხოლოდ ლათინურ ასოებს "მტრობს" ან კიდევ დიზაინერის ინგლისური სახელწოდება არ მოსწონს... ასეა თუ ისე, "ავთანდილს" ბედობა დღეს ნახევარი სახელწოდებით მოუწევს მუშაობა.


„ვიღაცამ კარგად დაცადა და დაარიგა ეტყობა… რა ვიცი, იქნებ, საახალწლოდ სხვა საჩუქრებით დააკმაყოფილოთ ნაშები. ... იმედია ჯადოს არ მიკეთებენ". - წერს დიზაინერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ძარცვის ამსახველ ფოტომასალასაც ურთავს. როგორც თავად აცხადებს, ამჟამად მიმდინარეობს ძარცვის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე მუშაობა.


image

0
626
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0