x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ერთმანეთი ისე შეყვარებიათ, რომ მალე ალბათ "ეკივოკშიც" მიიწვევენ"- შალვა ნათელაშვილის "ნიჭიერში" სტუმრობას მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა.
image


ქართულ სატელევიზიო ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული შოუს "ნიჭიერის" მეექვსე სეზონი მაღალ რეიტინგებს ხსნის. გუშინდელმა მეორე ნახევარ-ფინალმა კი რეკორდი მოხსნა! ჟიურიში სტუმრად მიწვეული იყო ლეიბორიტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ბატონი შალვას დამსახურება იყო ასეთი მაღალი რეიტინგი.

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე იქნა გამოქვეყნებული სტატუსი:

"მეორე ნახევარ-ფინალმა რეკორდი მოხსნა!
ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეულ მაყურებელს ჩვენთან ყოფნისთვის და შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის. ძალიან გვიყვარხართ!"image

ამ სტატუსის კომენტარებში წერდნენ:


"შალვას დამსახურებაა.."

რაზეც გვერდის ადმინმა უპასუხა:

"ნამდვილად ყველაზე პოპულარული იყო გუშინ. ნურც უმაგრეს ნომრებს და წარმოდგენებს დავივიწყებთ!"

ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი კი რეიტინგით გახარებული წერს:

"ნიჭიერის რეიტინგმა გააფრინა. ეს რა ციფრი მოვიდა."

შალვა ნათელაშვილის ჟიურიში გამოჩენა გააკრიტიკა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა, რადგან კარგად ახსოვს შალვა ნათელაშვილის დამოკიდებულება რუსთავი2-ისა და ნიკა გვარამიას მიმართ:

"არადა, შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის ყველაზე ცნობილი ხუმრობა რუსთავი 2-ზე, რომელიც 2008 წლის ომის მერე თქვა: ჰიტლერს რომ რუსთავი 2 ქონოდა, გერმანელებს დღემდე ეგონებოდათ, რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგესო. მანამდე ნიკა გვარამიას მასზე, როგორც რუსეთის აგენტზე საქმე ქონდა აღძრული. დღეს კი ერთმანეთი ისე შეყვარებიათ, რომ მალე ალბათ "ეკივოკშიც" მიიწვევენ.
ნუთუ "ნაციონალური მოძრაობა" მართლა ფიქრობს, რომ ნათელაშვილი "ოცნებას" სერიოზულ ხმებს წაართმევს?"

ამ სტატუსს ნიკა გვარამია გამოეხმაურა:

"ადეკვატურობის პიკშია ეს ბიჭი...

ზოგჯერ ისეთ სამარცხვინო სისულელეს მოხევ მერაბ, წაკითხვაც კი უხერხულია, დაპოსტვა კი არა..."

მერაბ მეტრეველი:

"აქამდე მარტო ნაცები მაბრალებდნენ ქოცობას მიშას კრიტიკისთვის, ახლა მათ შალიკოისტებიც შეუერთდებიან!"

ნიკა გვარამია:

"გაბრალებდნენ იმ შემთხვევაში უნდა თქვა, როცა არ ხარ..."

მერაბ მეტრეველი:

"სწორედ მაგიტომ ვამბობ."imageimageimage

0
334
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0