x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ქართველი მომღერალი Grammy-ზე - ლიკა შუბითიძე მხარდაჭერას ითხოვს
image


მომღერალი ლიკა შუბითიძე ქართულმა საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო. იგი უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში მოღვაწეობს სულ რამდენიმე ხნის წინ იგი სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რათა შვილი სამშობლოში გაეჩინა და "იქს ფაქტორის" მეორე სეზონშიც მიეღო მონაწილეობა. შემდეგ კი ისევ ამერიკაში დაბრუნდა, მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად.


image
რამდენიმე საათის წინ, მომღერალმა საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან საზოგადოებას აცნობა, რომ მონაწილეობას იღებს ყველასათვის ცნობილი მუსიკალური დაჯილდოების, Grammy-ს ონლაინ კონკურსში და მეგობრებსა და ახლობლებს მხარდაჭერა სთხოვა:


"ჩემო მეგობრებო, მეგობრების მეგობრებო, მეგობრების მეგობრების მეგობრებო...
კონკურსებისადმი ჩემი დაუოკებელი მიდრეკილების შედეგად გამოვქექე Grammy-ს ეს ონლაინ კონკურსი, და რათქმაუნდა გავწევრიანდი ჩემი სიმღერით U say… I say…


სიმღერა შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ლინკზე:grammyamplifier.com/artists/submission/u-say-i-say (გასწორდა ლინკი)
ვისაც მოგეწონებათ, შეგიძლიათ მხარი დამიჭიროთ.



პროცედურა შემდეგია:


1. ამავე ლინკზე მოძებნეთ Amplify on გრაფა, რომელიც მდებარეობს პლეიერის მარჯვნივ;


2. გრაფაში სამი ლინკია სიმღერის თქვენთვის სასურველ ქსელში გასაზიარებლად: facebook, twitter და tumblr;


3. გააზიარეთ სიმღერა ერთერთი ამ ლინკით;


4. Grammy-ს ეს პროგრამა ითვლის მხოლოდ ამ ლინკებით მიღებულ მხარდაჭერას. უკვე დაშეარებულის გადაშეარება და დალაიკება არ ითვლება.


5. მიიღეთ დიდი მადლობა ჩემგან;


6. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება, რომ გავიმარჯვო თქვენი დახმარებით!" - წერს ლიკა შუბითიძე.

0
315
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0