x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება)

დღევანდელი ოფიცერის სავარაუდო გვარი გავიგეთ, მგონი კვრაცხელიაა, გიორგი ჰქვია. კონტროლიორი კი ჯაბაა, აი ის „ვინც არ ჩააქროს, ბოზი იყოსო“ - რომ დაიძახა. ყოველთვის მეღიმება ამის გახსენებაზე. საკანში ნათურაა გადამწვარი. კარები გაიღო, ხელოსნები უნდა შემოვიდნენ, ამ დროს კონტროლიორი გავიდა გვერდით კამერასთან და ოფიცერი ჩვენს საკანში დარჩა.

-
ბიჭო
სად მიდიხარ მოდი აქ. - გაისმა კვარაცხელიას შიშნარევი ხმა.


კონტროლიორი დაბრუნდა, ნათურა შეცვალეს და წავიდნენ. საღამოს ჩვენს გვერდით კამერასთან რამდენჯერმე მივიდა ოფიცერი. წყნარად იყავითო უთხრა. მესამე თუ
მეოთხე მისვლაზე. დაუყვარი რით ვერ დაწყნარდიტ ახლა მოგი....თ დედებსო და „კარმოშკა“ - აკეტა. არ გასულა რამოდენიმე წუთი და კორპუსზე, რეჟიმის ხმა გაისმა, სწორედ ის კამერა გაიღო, შევიდნენ და დაუწყეს უმოწყალო ცემა პატიმრებს. ნახევარ საათში დაიშალნენ, როგორც მივხვდით პატიმრებს საწოლების ქვეშ შეძრომა უბრძანეს. ზუსტად ათ საათზე, შუქის ჩაქრობის დროს. ოფიცერმა საწოლის ქვეშ მყოფ პატიმრებს დაუძახა, გამოდითო, რამდენჯერმე დაუძახა და შუქი ჩაქრაო დაიყვირა მერე. ჩაქრა და დავწექით.


დღეს საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამეურნეო ნაწილში გადავიდე. მე არასოდეს ვყოფილვარ, ქურდული და კრიმინალური სამყაროს წევრი, ზუსტად ვიცი რისი ნახვა და გაგებაც მინდა იქ ვნახავ და გავიგებ, გავიგებ და მერე ქვეყანას გავაგებინებ. ვიცი ახლაც, ამას ვინც წაიკითხავს, სხვადასხვა აზრი ექნება, მაგრამ დღესაც ვთვლი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. და თუ რატომ ამას მკითხველი ძალიან მალე გაიგებს. დღეს ტელეფონებია. სახლში ვრეკავ არავინ პასუხობს, შოთიკოს ნომერი ავკრიფე, ყურმილის
მეორე ბოლოდან, მზიას ნაცნობი, თბილი ხმა გავიგე.

-
მზია
დეიდა, როგორ ხარ?

-
რომელი
ხარ?

-
ერეკლე

-
ვინ?


-
ერეკლე
ვარ ცოცანიძე.

-
ვაიმე
ერეკლე - და ვიგრძენი როგორ მოაწვა ბურთი ყელში, დალაპარაკება ვერ შესძლო და ახლა სოფოს
მიაწოდა ყურმილი.

-
„ეტეტე“
როგორ ხარ?

-
კარგად
სოფო შენ როგორ ხარ? დიდი დრო არ მაქვს. სახლში რას შვრებით?

-
კარგად
ვართ ყველაფერი კარგადაა.

-
შოთიკო
მალაპარაკე აბა.


-
გასულია
არაა სახლში.

-
კარგი,
ქეთინოს გადაურეკეთ, რომ დავრეკე სახლში არ მიპასუხეს. მე კარგად ვარ არაფერი მიჭირს.

-
კარგი


-
კარგი
აბა კარგად, იყავით.


ვუთხარი და მეც მომაწვა ბურთი ყელში. თიტქმის ერთად ვცხოვრობდით. მე კომპიუტერი არ მქონდა და მათთან დავდიოდი, ღამეებს ვათენებდი, ვსწავლობდი, ვკითხულობდი. ისინიც ხშირად იყვნენ ჩვენთან. ჩემი დაძმაა. მზია - ქეთინოზე მეტად არა მაგრამ ნაკლებ არ მიყვარს. საუბარს რომ მოვრჩი ოფიცერისკენ მივტრიალდი.

-
ბატონო
ოფიცერო, სამეურნეოში მინდა გადასვლა.

-
რაზე
ზიხარ?

-
გაყალბებაზე,


-
სროკი
რამდენი გაქვს?

-
წელიწადნახევარი.

-
კარგი
გამოგიყვან რამდენიმე დღეში, და ვნახოთ.



კამერაში დავბრუნდი, გამახსენდა მზიას და სოფოს ხმა. „დავიგრუზე“, საშინლად „დავიგრუზე“. საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში, დავჯექი
დავწერე.





ისევ მარტო ვარ, დედამიწაზე.


ხან დროს სიკვდილზე ფიქრიც მიტაცებს,


ვხედავ ეშმაკის ანთებულ თვალებს,


ვერ გავჩერდები ვხედავ მიწაზე.





მიწაზე სადაც ეტრფიან მტრობას,


არ თრთიან გრძნობით, სიყვარულს კლავენ.


მიწაზე, ყოფნას ხანდახან გიჯობს,


რომ ჩაეხუტო ეშმაკის მკლავებს.





წერტილი დავსვა? თავს ვეკითხები,


გვრძნობ რომ ვამძიმებ დედა სამყაროს.


იქნება სანამ დილა დადგება,


სული და ხორცი ერთურთს გავყარო.




შუადღეა, პაემანი მაქვს, გუშინ მოსული წერილით გავიგე რომ ჩემს დისშვილსაც მოიყვანენ. შუშის მეორე მხარეს, მიხუნხულა დავინახე, უკვე დიდია, კაცია, დიდივით აზროვნებს, ძია სამსახურიდან როდის მოხვალ სახლში თელავში როდის დაბრუნდებიო
მკითხა. მალე მეთქი ვუთხარი. იცი მე მამას მანქანას ვატარებ უკვეო. გამეცინა ძალიან
საყვარელია. დავბრუნდი სართულზე. ოფიცერმა დამიძახა. განცხადების ასლი დამიდო. დავწერე, რომ მე ერეკლე მერაბის ძე ცოცანიძეს, გასამართლებულს 210 მუხლის მეორე ნაწილით, მსურს სასჯელის დარჩენილი ნაწილი მოვიხადო, სამეურნეო განყოფილებაში. დავწერე და წამოვედი. კამერაში დავბრუნდი. დღემ მშვიდად ჩაიარა. დღეს გელა წაიყვანეს სადღაც. ალბათ ეტაპში, იძახდა საქმეს ვაკეთებო. თუ არავინ გყავდა, სასჯელის უდიდეს ნაწილს, გლდანის მერვეში ჩაკეტილ სისტემაში იხდიდი. მოკლედ გელა წავიდა. ალბათ რამოდენიმე დღეში ახალი თანასაკნელიც გვეყოლება. ახლა გულწრფელად ვამბობ, ადამიანი რომელსაც რატომრაც ბოლომდე ვენდობი, კობაა. დრო მოვა და მასტან თავისუფლად ვისაუბრებ ალბათ ყველაფერზე. უბრალოდ ახლა სხვებიც არიან
და არ გამოდის, ზუსტად ვიცი რომ მასთან ვიმეგობრებ.



ცხოვრება ციხეში ისევე მიდის, როგორც აქამდე ვწერდი. ახალი თანასკნელი გვყავს, ქუტაისელია, საკანში რომ ამოიყვანეს, პირველი რაც თვალში გვეცა, ე.წ „ქურდული პაგონია“, ანუ ტატუირება, ვარსკვლავები, რომლებიც კრიმინალური სამყაროს აღმნიშვნელია. თავიდანვე გვითხრა სიტყვა ძამუნიას ვარ მიჩვეული და არ მიწყინოთ
თუ რომელიმეს დაგიძხეთო. რადიოში მოვუსმინეთ, თელავში მამა ილიას მშობლების საფლავი დაურბევიათ. გავოცდი, და გული მეტკინა. მართალი კაცია და ალბათ ამიტომ მეთქი ვიფიქრე.რადიოში არ ცხრება პოლიტიკური ბატალიები. ტემპერატურა იწევს, ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ცდილობენ ჩამოიშორონ, ის არ ეპუება, ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, გუნდის ფორმირებას ველოდებით, ვის დაიყენებს და რა კურსი ექნება, ესაა ახლა მთავარი კითხვა. ჩემებისგან ამანათი მივიღე. წიგნები ვთხოვე. დეილ, კარნეგი, ნიკო გომელაურის ლექსები და კიდევ ერთი რელიგიური წიგნი მომივიდა. სულ მოუთქმელად ვკითხულობ, ვკითხულობ და ვწერ. ესაა ჩემი საქმე აქ. კობაც ეტაპშია, თელაველიც, სულ ახალი ხალხია კამერაში


კონტროლიორმა კარი გააღო და დამიძახა. გავედი. ოფიცერი
კვარაცხელიააა,


-
მიდიხარ, ხომ - მითხრა გიორგიმ.


-
სად
ბატონო ოფიცერო,


-
სამეურნეოში
გადიხარ.


-
კი
მაგრამ, აქ ტანსაცმელი მაქვს, ფოტოები წიგნები,


-
ყველაფერს
მოგიტანენ.


წავედით ადმინისტრაციის შენობისკენ. პირველ სართულზე
შევედით, ფუქსებიდან სათითაოდ გამოვყევართ. ყველას ეკითხებიან რისი გაკეთება შუძლიათ.
რა შეგიძლიაო მკითხეს. რავიცი კომპიუტერი ვიცი მეთქი. გაეცინათ, ჯანზე ხომ კარგად ხარო.
და დადებითიუ პასუხის შემდეგ, ცალკე კამერაში შემიყვანეს, აი ისეთში „აბეზიანკას“,
რომ ეძახიან. სულ ცოტა ხანში, პატარა ტანის ჩემხელა ბიჭი შემოუშვეს. მივესალმეთ ერთმანეთს.
კუკური ჰქვია, ბორჯომელი კაცია. ზედმეტად წესიერი და პატიოსანი კაცი ჩანს.


-
რაზე დაგიჭირეს კუკურ?


-
შეშის გამო, სახლში შე არ გვქონდა და ტყეში შევაგროვე რაღაცეები.


-
რამდენი მოგცეს?


-
3 წელი და კიდევ პირობითი.


-
ნეტავ
გაგვიყვანენ? მკითხა კუკურიმ


-
არ
ვიცი


მოკლედ მოვყევით მთის და ბარის ამბები. საათები გადის
და არავინ გვაკითხავს. მაღალი ფორმიანი კაცი, მოვიდა, ნაცნობი სახე აქვს, მაგრამ, არ
ვიცი საიდან მეცნობა. „ბიჭებო დაიღალეთ ალბათ, მალე მოვლენ და რეზბალნიცაზე გადაგიყვანენ.“ ხმა რომ ამოიღო მაშინ გამახსენდა, კარანტინში სიგარეტი რომ მოგვაწევინა. ლადო, ლადო ბედუკაძე. მისი წასვლის შემდეგ, ზუსტად ნახევარ საათში გააღეს კარები და გამიყვანეს, მერორე სართულზე, ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი დამხვდა, უფროსობა ეტყობა, სამხრეეებზეც და ქცევაზეც. დაჯექიო მითხრა, სადაურობა, დანაშაული და სასჯელის ხანგრძლივობა გამომკითხა, რაღაც ქაღალდზე ხელი მომაწერინა, მერე უკან დამაბრუნეს, კუკურა გაიყვანეს და კიდევ ნახევარ საათში, გიორგი ავსაჯანიშვილმა შენობიდან გაგვიყვანა ორივე. ეზოს ციხის რესპუბლიკური
საავადმყოფოს მიმართულებით გავუყევით. საშინელი ქარი იყო, შენობას რაც უფრო ვუახლოვდებოდით, მით უფრო მატულობდა რაღაც წუილის მსგავსი ხმა, შენობა ზმუოდა. შენობა სადაც ეტაპის მანქანაზე ხშირად ბალდახინი შემოდიოდა, შენობა საიდანაც უამრავი მიცვალებული გადიოდა სვაბოდაზე. შევედით. მეორე სართულზე აგვიყვანეს. იქ ერთი ახალგაზრდა შავგვრემანი ბიჭი იყო, ჩემზე ბევრად პატარა ჩანდა. თანამშრომელს არ ჰგავდა, ფორმა არ ეცვა. სართულზე რამოდენიმე კამერის კარები ღია დავინახე. ერთ ერთ ასეთ კარებში შეგვიყვანა მეც და კუკურაც.


-
გაუმარჯოს, მე ბადრი ვარ დავრიშევი, თქვენნაირი პატიმარი ვარ მეც. მოკლედ ახლა იცოდეთ, მთავარი პრინციპი, რასაც დაინახავთ ან გაიგებთ მე უნდა მითხრათ. რსაც დაინახავთ ან გაიგებთ, მხოლოდ მე და თქვენ უნდა ვიცოდეთ და სადმე რომ დაგცდეთ, იცოდეთ სერიოზული პრობლემები, გექნებათ, ამ სართულზე სამ კამერაში შეგიძლიათ მოძრაობა, „მუჟიკების“ კამერებში. გაჩვენებთ ახლა. ეს თქვა სამივესთვის ცხელი ყავა დაასხა და გააგრძელა. დაბლა ორი კამერაა კიდევ ღია, სანიტრები არიან იგივე ქათმები, მათთვის ხელის ჩამორთმევა იკრძალება ჩვენი წესებით, არაფერს ეხებით მათსას. ამ კამერაში მე და ზურა პაპა ვცხოვრობთ, იქიტ კამერებში გადანაწილებით და გაგცნობთ იმ ხალხს, წესიერი მშრომელი ხალხია და აბა თქვენ იცით შეეგუებით ერთმანეთს,
ხვალ დაისვენებთ, ზეგიდან კი თქვენი საქმე გექნებათ ორივეს.


ახლა მივხვდი, რატომ ვერ იტანენ, გლდანში მყოფი პატიმრები, სამეურნეო ნაწილის პატიმრებს. მათ ყველა პირობა აქვთ ერთი შეხედვით უკეთ ცხოვრობენ, ტელევიზორი, მადუღარა, ყავა“ ჩაი, ამანათით ხილი შემოსდით. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ
ერთი შეხედვითაა ასე. გავიცანი ყველა, საკანში ლოგინზე წამოვწექი. ოფიცერი შემოვიდა,
მე როგორც დაჩვეული ვიყავი ფეხზე ავდექი, რატომ დგეხარ ფეხზეო, რავიცი იქით ასეთი წესია მეთქი, აქ არ არისო მითხრა. დავჯექი, გამომკითხა ჩემს შესახებ. გასვლისას ხელიც ჩამომართვა, ზვიადი მქვიაო მითხრა, ახალგაზრდა კაცია. წესიერად საუბრობს. კამერაში კახელი, სიღნაღელი ბიჭია აკო, ავარია მოსვლია და მეგობარი დაღუპვია მანქანაში. მოკლედ ამიხსნეს, აქ რამდენიმე კატეგორიის პატიმრები არიანო, პირველ სართულზე, თერაპიულში მეთოტხმეტე და მეთექვსმეტე კამერაში, ქურდები სხედან, მათთან, ჩვენ არ მივდივართ არაფერზე. რამოდენიმე კამერაში, არიან ინტრიგანი პატიმრები მათთან მოქცევას თანდათან ისწავლი. როგორ თუ ინტრიგანი თქო ვკითხე. სტრასბურგში აქვთ სარჩელები, სულ ჩივიან. გამოდის რომ აქ პატიმრებს რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან, ინტრიგნებს ეძახიან. ჩვენს კამერას ფ2, რატომ აწერიათქო ვიკითხე, ეს ფსიქიატრიული განყოფილებაა, მოკლედ ხვალიდან ყველას და ყველაფერს კარგად გაიცნობ. მითხრა გაგამ. კარი გაიღო, გაიღო და კონტროლიორთან ერთად, მაღალი ჩინის
მქონე ოფიცერი შემოვიდა. გვარები ჩაიწერა, ჩემზე უთხრეს ახალიაო, მომესალმა, სადაურობა მკითხა, თვითონ იმედად გამეცნო. ტელევიზორია, ჩართული დავწექი, მალევე ჩამეძინა. ჩამეძინა. მეორე დრიდან კი ვნახე ის ყველაფერი რისი ნახვაც მინდოდა, ეს საავადმყოფო კიდევ უფრო სასტიკი და მკაცრი რეჟიმის აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარომედგინა. ხვალიდან ყველაფერი ჩემს თვალწინ გაივლის, ცემა, წამება, მორგი, მიცვალებულები. ზოგს მხოლოდ ვნახავ, ზოგს კი საკუთარ თავზე გადავიტან. 28 დეკემბრიდან, ჩემს ციხის ცხოვრებაში, ახალი და ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება.

2
87
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
87
  
2015, 9 დეკემბერი, 13:10
ვიცი სამწუხაროდ ინსტიქტურად დავაჭირე რას მირჩევთ თავიდან გამოვაქვეყნო ფოტოთი და ამას წაშლით?
2015, 9 დეკემბერი, 10:42
ფოტო აუციელებლია, ფოტოს გარეშე სტატიები იბლოკება
0 1 2