x
თურქეთის საჰაერო ოპერაციების უმრავლესობის სამიზნეს “ისლამურ სახელმწიფოს” არ წარმოადგენს - აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

კარტერიაშშ-ის თავდაცვის მინისტრის - ეშტონ კარტერის მტკიცებით, თურქეთის საჰაერო ოპერეციების უმრავლესობის სამიზნეს დაეში (ისლამური სახელმწიფო) არ წარმოადგენს და საჭიროა, რომ თურქეთმა ამ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტი გააკეთოს. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგნეტო “ჯიჰანი” იტყობინება.


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის საკითხთა კომიტეტში კონგრესმენებთან შეხვედრისას კარტერმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ დაეშის წარმოშობიდან დღემდე თურქეთი სერიოზული კონტროლის გარეშე ტოვებს თავის საზღვრებს. “ჩვენ გვინდა, რომ თურქეთი, როგორც ჰაერში, ისე მიწაზე უფრო აქტიური იყოს. საჰაერო ოპერაციების უმრავლესობა არა დაეშს არამედ “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წინააღმდეგაა მიმართული. ეს უკანასკნელი თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციაა და ჩვენ გვესმის თურქეთის ზრუნვა, მაგრამ დაეშის წინააღმდეგ უფრო მეტის გაკეთების ნახვა გვინდა”, - თქვა კარტერმა.

0
363
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0